იერუსალიმში მორიგი ტერაქტი მოხდა

დღეს, იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. დაშავებულია მამა და შვილი. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ამ შემთხვევაში, თავდამსხმელი 13 წლის მოზარდია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულ შემთხვევამდე იერუსალიმში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, რა დროსაც 7 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

მსგავსი თემები