„ორი ბავშვი დაობლდა“ – ქალი, რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ერთი კვირაა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს. ის ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოუდანაა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. „არ ვიცი მეტი დეტალი ამ ეტაპზე… ორი ბავშვი დაობლდა, ძალიან გულდასაწყვეტია ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება“- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში. სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცობია.

მეტი...

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” – ევროპელი მინისტრების საჩუქარი აქციის ორ მონაწილეს

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნანა მალაშხიას და სანდრო ჯოხაძეს სიმბოლურად მაისურები აჩუქეს . მაისურებზე ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ აწერია. ცნობისთვის, ნანა მალაშხიას საზოგადოება იცნობს, როგორც „ქალი ევროკავშირის დროშით“, რაც შეეხება 18 წლის სანდო ჯოხაძეს. იგი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს და სასამართლომ 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა.

მეტი...

„საქართველო-ევროპა“, „ბრავო“- ევროპელ მინისტრებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ

ევროკავშირის  რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველზე აქციი მონაწილეებთან მივიდა.მათ გამოჩენას შეკრებილები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. „ საქართველო, ევროპა“ სკანდირებდნენ შეკრებილები. ამ წუთებში ისინი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ. “ჩვენ ერთად ვდგავათ, იმიტომ რომ გვაქვს საერთო ღირებიულებები”- თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს შეხვდა.

მეტი...

„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია“- ევროპელი მინისტრი

„ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მათი, ვინც თავისუფლებას აფასებს, ვალდებულებაა, ებრძოლონ და მოუგონ. “ერთადერთი ომის პარტია მოსკოვში არის. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულებაა მათ წინაშე, ვინც თავისუფლებას აფასებს, რომ ამ პარტიას ვებრძოლოთ და ეს ომი მოვიგოთ”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მეტი...

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საპროტესტო აქციაზე თბილსში

ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე იმყოფება. სავარაუდოდ, ისინის სიტყვით მიმართავენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს შეხვდა.  

მეტი...

„ევროკავშირს შეუძლია სანქციები შემოიღოს“-მარგუს  ცაჰკნა

„ასე რომ, ჩემი მესიჯი ძალიან ნათელი იყო – არა რაიმე კონკრეტულ სანქციაზე, არამედ ვიზალიბერალიზაციაც გარანტირებული რამ არ არის, ვინაიდან, შეთანხმება დავდეთ და საქართველოს მთავრობა ბევრ რაღაცას დაგვპირდა“- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, თუ ყველაფერი ცუდისკენ მიდის, ევროკავშირს შეუძლია სანქციები დააწესოს. მინისტრის თქმით, მაშინ, როცა 9 ნაბიჯის ნაცვლად საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონს იღებს, ეს სრულიად საპირისპირო მიმართულების მაგალითია, არა ევროკავშირისკენ, არამედ, სხვა ქალაქის მიმართულებით. “მთავარი მესიჯია, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია სათანადოდ არ შეაფასოს ის, რაც უკვე გადავწყვიტეთ საქართველოს ევროკავშირისკენ…

მეტი...

გმირთა მოედანი გადაკეტილია- აქციის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციაზე არიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ, გადაკეტილია გზები. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ “გამოდით, გამოდით!”. მომიტინგეების ნაწილს გადაკეტილი აქვს გმირთა მოედანი, ნაწილი პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს თან მიჰყვება პოლიციის რამდენიმე ჯგუფი. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაკის პარკთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი აბაშიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.

მეტი...

„არა რუსულ კანონს“- საპროტესტო მსვლელობები რეგიონებში

საპროტესტო აქციები გაიმართა ბათუმსა და წალენჯიხაში. ბათუმში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან  მივიდნენ და მსვლელობა მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყეს.  რაც შეეხება წალენჯიხას, აქ აქციის მონაწილეები ქალქის ცენტრში შეიკრიბნენ და ე.წ „რუსული კანონი“ გააპროტესტეს. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში.

მეტი...

„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას“- კობახიძე

“მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ  თავდასხმას”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი. „მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ  რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ  თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი  და სლოვაკი ხალხისადმი“, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

„საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 14 სტუდენტი ოკუპანტებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს“ – თამარ ბელქანია

წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო  სტუდენტები დაკითხვაზე გადაიყვანეს. ბელქანია ამბობს, რომ ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც ზუგდიდიან ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში გადადიოდნენ. „დამიკავშირდენე სტუდენტები, ის სტუდენტები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში თბილისში ბათუმში, ზუგდიდში მინაწილეობას ღებულობდნენ ამ კანონის საწინააღმდეგო აქციებში. როდესაც ისინი ბრუნდებიოდნენ სახლში, გადალახეს ე.წ საოკუპაციო ხაზი დახვდათ სამი მანქანა.  14 სტუდენტი გადიყვანეს დაკითხვაზე. ჩამოართვეს ტელეფონები, მშობლებს ემუქრებიან. ერთი არის აქეთ ზუგდიდში, მასაც ურეკავენ და ემუქრებიან. მე მივმართავ ხელისუფლებას დაინტერესდეს ამ საკითხით. ამ ეტაპზე სტუდენტებთან არ მაქვს კავშირი, სავარაუდოდ ტელეფონები არა აქვთ“- განაცხადა…

მეტი...

“არა რუსულ კანონს!” –  სტუდენტები  გმირთა მოედნისკენ მიდიან

სტუდენტებო სხვადასხვა ლოკაციებიდან მსვლელობებს მართავენ. ისინი საბოლოოდ გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. “სხვადასხვა ლოკაციიდან. ჩვენი სათქმელია ისევ არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლებამ ისევ ხმამაღლა უნდა გაიგოს ჩვენი ხმა. არ დავთმობთ ევროპულ მომავალს”, – ამბობენ სტუდენტები. პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 20:00-ზე დაიწყება.  

მეტი...

გუანქსის “ნორმალური უნივერსიტეტი” – ჩინეთი (video)

გუანქსი არის ავტონომიური რეგიონი სამხრეთ ჩინეთში, რომელიც ვიეტნამს ესაზღვრება.  მისი დედაქალაქია ნანინი. Guangxi Normal University  გილინში, მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ ქალაქში მდებარეობს, რომელიც გამორჩეულია დიდი ისტორიითა და კულტურით. უნივერსიტეტი 1932 წელს დაარდა და 3 კამპუსს მოიცავს. კერძოდ Wangcheng Campus, Yucai Campus და Yanshan Campus, რომელიც  270 ჰექტარზეა განთავსებული. ცნობილია, რომ ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი კამპუსი ჩინეთში და ერთადერთი სასკოლო კამპუსი ქვეყანაში, რომელიც მოხსენიებულია, როგორც 5-A ტურისტული ადგილი. უნივერსიტეტი შედგება 21 სკოლისა და კოლეჯისგან. მას ჰყავს როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები, ისე მაგისტრანტები და  დოქტორანტები.  1700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი, რომლებიც კოსტიუმირებულ წარმოდგენებს ხშირად მართავენ…

მეტი...

აქციაზე პოლიციისთვის მუშტის დარტყმისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე პოლიციელებზე ძალადობისთვის  ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულმა  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. „პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გ.ო. თბილისში დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ო.-მ მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,…

მეტი...

3 ტყვია მოხვდა – დამნაშავე დააკავეს

დამნაშავე, ვინც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია. რობერტ ფიცოს 3 ტყვია მოხვდა.  2 მუცელში და 1 გულმკერდში. მას ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.  

მეტი...

,,ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში, სხეულზეც” – ლაზარეს დედა

რუსთაველის გამზირზე 14 მაისს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, სახესა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე საუბრობს. ,,ადვოკატებმა რაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, არის ის, რომ ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში, სხვადასხვა მიდამოებში. მოტეხილობა არ აქვს, ამიტომ არ გადაიყვანეს და არ დასჭირდა სამედიცინო დახმარება”, – თქვა თამთა კალანდაძემ. ლაზარეს დედა დაკავების მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი მაშინვე დააკავეს, როგორც კი ის რუსთაველის გამზირზე მივიდა. ის თვლის, რომ ლაზარეს დაჭერა წინასწარ დაგეგმილი იყო. ,,ლაზარეს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე. იყო თავის საქმეებზე გასული, მოსაგვარებელი…

მეტი...

სარეკლამო კომპანია ,,ლიმონის” დამფუძნებელი სავარაუდოდ დააკავეს

სარეკლამო კომპანია ,,ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი სავარაუდოდ დაკავებულია. როგორც მისი ოჯახის წევრი ვარაუდობს, საპოლიციო მოქმედებები ანტირუსულ აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. ,,ჩემი სიძე გიორგი ოკმელაშვილი აიყვანეს. ახლა მის სამსახურში და სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ვნახოთ რას გვედავებიან, აქციაზე ჯანსაღი აზრის და პროტესტის გამოხატვის გარდა !!! ყველასთან მოვლენ სავარაუდოდ! ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შევეხმიანეთ”, – წერს გიორგი ჩხეიძე.

მეტი...

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო დაჭრეს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტი, ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

მეტი...

გალში ანტირუსული აქციების მონაწილე სტუდენტები დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში სტუდენტები დააკავეს, რომლებიც თბილისში ,,რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ. გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდები რეჟიმმა საკუთარი სახლებიდან აიყვანა. გამოკითხვაზე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრებიც. დაკავებული ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.

მეტი...

პენიტენციური სამსახურის ავტომობილზე თავდასხმის შედეგად გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთში პენიტენციური სამსახურის ავტომობილზე თავდასხმის შედეგად გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა პენიტენციური სამსახურის ორი თანამშრომელი, სამი კი დაიჭრა. მსჯავრდებული მოჰამედ ამრა, რომელიც ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ, თავდამსხმელებთან ერთად მიიმალა. მოჰამედ ამრა რამდენჯერმე არის ნასამართლევი. 10 მაისს მას ქურდობისთვის 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ადამიანის გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე. იუსტიციის მინისტრი ერიკ დიუპონ-მორეტი აცხადებს, რომ გაქცეული პატიმრის დასაკავებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული. საძიებო ოპერაციაში 200 პოლიციელი მონაწილეობს.

მეტი...

პარლამენტის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ სტუდენტების მსვლელობა იმართება. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე მივლენ და აქციას გამართავენ. მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ,,არა რუსულ კანონს”, ,,არა რუსულ მთავრობას”, ,,წინ ევროპისკენ” – სკანდირებენ სტუდენტები.

მეტი...

პარლამენტმა გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 1 მომხრე, 28 წინააღმდეგი – მოტივირებული შენიშვნები კენჭისყრაზე ჩავარდა, ამის შემდეგ კი კენჭი ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტს უყარეს, რომელსაც ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. „საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა. გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “გირჩმა“ წარადგინა, რასაც სახელისუფლო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

მეტი...

,,ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით” – პაპუაშვილის განცხადებას ,,შეთანხმებაზე” ლატვიელი მინისტრიც უარყოფს

4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, თითქოს შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ,,ქართული ოცნება” სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი. შალვა პაპუაშვილის განცხადებას ,,შეთანხმებაზე” უარყოფს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე: ,,ჩვენ ეს არ გვითქვამს და არც რაიმე მსგავსს არ ვეთანხმებით. ჩემი საქმე არ არის მისი ნათქვამის განსჯა, მაგრამ არა ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რომ ,,ქართული ოცნება” მართალი იყო ან სააკაშვილთან, ან სანქციებთან დაკავშირებით, ან რაიმე მსგავს საკითხში. განსაკუთრებით ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით ცხადია, რომ თუ საქართველოს ჰყავს…

მეტი...

,,არ შევთანხმებულვართ” – ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილზე

შალვა პაპუაშვილმა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, თითქოს “ქართული ოცნება” სწორად მოიქცა როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს და არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უარყოფს და განმარტავს: ,,ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა ,,გარკვეული შეშფოთება”, – წერს ლანდსბერგისი ,,შეთანხმებას” უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ,,ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ…

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის – ინფორმაცია მშობლებისთვის!

„2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა. სამინისტროს განმარტებით, გაანალიზებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით უკვე არ ქმნის დაუძლეველ…

მეტი...

ქმრის მოწამვლის გამო ქალს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქალს, რომელმაც ქმრის მკვლელობა სცადა, სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. CNN- ის ცნობით, 39 წლის მელოდია ფელიკანო ჯონსონმა თავი დამნაშავედ ცნო. როგორც ცნობილია, ქალი მეუღლის ყავაში მათეთრებელს უმატებდა. თავდაპირველად ეჭვმიტანილი ქმრის მოწამვლაში 2023 წელს იყო, როდესაც რობიმ (ქმარმა) ყავაში უსიამოვნო გემო იგრძნო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სახლში კამერების დაყენება. სწორედ კამერებმა გამოიჭირა ქალი მოწამვლაში. კამერებში ჩანდა, რომ ქალი მათეთრებელს პირდაპირ ყავის აპარატში ასხამდა, შემდეგ კი ქმრისთვის ყავას ამზადებდა. ამის გამო, ექსპერტიზაზე ყავაში ქლორის მაღალი დონე აღმოაჩინეს. გამომძიებლებმა სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს კონტეინერი სითხით, რომელსაც ჯონსონის აბაზანის ნიჟარის ქვეშ ინახავდა. მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

,,სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს” – თბილისის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობა

,,სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს”, – განაცხადა თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობამ. ,,თბილისის ჯამბულ წურწუმიას სახელობის #94 საჯარო სკოლის თვითმმართველობა სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ჩატარებულ აქციებს. თვითმართველობა სკოლის რომელიც ატარებს გმირის სახელს რომელიც აფხაზეთის ომის დაწყების დღიდან სამშობლოს დამცველთა რიგებში იდგა, გმირის სახელს რომელიც რუსი და აფხაზი სეპარატისტების მსხვერპლი გახდა ეწინააღმდეგება საქართველოს მანიფესტანტებისკენ მიმართულ ძალადობას. საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფას. ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის…

მეტი...

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს წუხილი, უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირს, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს: ,,მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან…

მეტი...

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა ,,საქართველოს ბანკის”, „თიბისის“  და ,,საქართველოს კაპიტალის” აქციების ღირებულება. თბილისის დროით 13:30 საათისთვის: ,,საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 12.18%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.138 მილიარდი სტერლინგია. TBC PLC-ის აქციების ღირებულება 9.32%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.634 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ,,საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 6.48%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 460.8…

მეტი...

,,დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ!” – დღეს, 8 საათზე, ვაკეში მსვლელობა გაიმართება

დღეს, 15 მაისს, 20:00 საათზე თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩებზე მსვლელობას მოაწყობენ. ,,დრო მოვიდა ყველაზე ქოცურ უბანს მივაკითხოთ! 15 მაისს 20:00ზე ვიკრიბებით ყველა ვაკის პარკთან და ვაწყობთ მსვლელობას ჭავჭავაძეზე და აბაშიძეზე, ვიკავებთ ორივე ქუჩას ერთდროულად და ვანახებთ რამდენი ვართ”, – წერენ ორგანიზატორები.

მეტი...

ბორელის და ვარჰეის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომლის მიღებაც უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ,,ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მხარს უჭერს მის არჩევანს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და ასევე მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ეს დოკუმენტირებული ქმედებები გამოიძიოს. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით მიანიჭა,…

მეტი...

,,ვალდებულები ვართ ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს” – სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაფიცვას უერთდება

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. ისინი წყვეტენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და ამბობენ, რომ მათი ვალია დადგნენ სწორ მხარეს: ,,მოგესალმებით სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის სახელით. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად გვესმის და ვიაზრებთ თუ რამხელა საშიშროების წინ დგას თითოეული ჩვენგანის მომავალი. ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპული საქართველო და მისი ფუნდამეტური ღირებულებები. შესაბამისად ჩვენ, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ვუერთდებით საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღებას. ჩვენ ვგმობთ ყველანაირი ტიპის ძალადობას, რასაც ნათლად ვხედავთ და ვეწინააღმდეგებით. გვაწუხებს და გვტკივა ის ფაქტი,თუ როგორ უსწორდება ჩვენს თანატოლებს…

მეტი...

პაპუაშვილმა აქციაზე მისვლის გამო, ევროპელ დეპუტატებს ,,ქარაფშუტა პოლიტიკოსები” უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციაზე მისვლის გამო, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგაერო კომიტეტების ხელმძღვანელებს “ქარაფშუტა პოლიტიკოსების” უწოდა. ,,30 წლიანი დახმარებას გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც იყო ყოველთვის პატივცემული ქართველი ხალხის მხრიდან, ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში. ზუსტად ესეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც სელფის გადაღების გამო, შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისკენ და აერულობისთვის, ასეთი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც არ გვინდა გავაიგივოთ ევროპასთან”, – თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ევროპელი…

მეტი...

,,რა,,გონება დაკარგა, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში” – ადვოკატი ლაზარე გრიგორიადისზე

,,რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად… გონებაც დაკარგა. დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა. ,,ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. რაც…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, X-ზე წერს, რომ საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან: ,,მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სოლიდარობისა და ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

საქართველოს გზა ევროპაშია! – სტუდენტებმა მორიგი მსვლელობა დააანონსეს

სტუდენტებმა, 15 მაისს, 15:00 საათიდან მორიგი მსვლელობა დააანონსეს. როგორც მოძრაობა “დაფიონი” სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბებიან. ,,სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს გზა ევროპაშია! P.S ჩვენს მსვლელობას დააკვირდება საფრანგეთის უმსხვილესი მედია – “საფრანგეთი 24” და იტალიური მსხვილი მედია – “ელ პერიოდიკო”. დასავლეთის ყურადღება და ამ საკითხში გაცნობიერება უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ!”, – წერენ სტუდენტები.

მეტი...