„უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს, ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს“ – გიული ალასანიას პასუხი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ დღეს ორჯერ მოინახულა. გიული ალასანიამ კლინიკის განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი შვილი კი არ ჭამს, ვერ ჭამს და ვერც დადის.

„რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, ადამიანს აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, მოწამლულია. უარს იმიტომ აცხადებს, რომ ვერ ჭამს. მე თვითონ რამდენჯერ შევესწარი, რომ რამდენიც გადაყლაპა გული აერია. თვითონაც ხომ იციან. ორი ნაბიჯი ვერ გადადგა. მოვეხმარე რომ დამჯდარიყო, ძლივს ჩავსვი. იმიტომ, რომ ვერ დადის. ორი ნაბიჯი რომ გადადგას, იმას ვერ ახერხებს“ – აცხადებს გიული ალასანია კლინიკის განცხადების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა უჭმელობასა და მდგომარეობის გართულებაზე პასუხისმგებლობა ოჯახს დააკისრა და აღნიშნა, რომ დედამ პაციენტი უნდა დაარწმუნოს, რომ საკვები მიიღოს.

კლინიკის დირექტორის თქმით, თუ სააკაშვილი საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივალთ

მსგავსი თემები