ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ბრალდებას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდებების პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებიათ.

„მცდარი ფაქტების გაყალბებით იმიჯის შელახვის მცდელობა სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაქციას. შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ არასასურველი შედეგები მოჰყვება, თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ჭორების გავრცელებას განაგრძობენ“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – კვონ ჯონგ-გუნი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით არაერთხელ დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები