იერუსალიმში ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები

იერუსალიმის ერთ-ერთ რაიონში, სინაგოგაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 7 ადამიანი, 10 კი დაიჭრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტი სინაგოგასთან მანქანით მივიდა ლოცვის შემდეგ სინაგოგიდან გამოსულ მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გაქცევისას ტერორისტი პოლიციელებს შეეჯახა, ცეცხლი პოლიციელებსაც გაიხსნა, თუმცა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ტერორისტი „ჰამასის” დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა.

 

მსგავსი თემები