„ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას“ – უკრაინული მხარე

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ვინც „როსატომზე“ მუშაობაზე უარი თქვა, სამუშაოზე აღარ უშვებენ.

„ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც ოკუპანტებთან სამუშაო კონტრაქტს არ მოაწერეს ხელი, სადგურზე შესასვლელი საშვები დაუბლოკეს, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც დააძალეს კონტრაქტისთვის მოეწერათ ხელი, ხელფასის შემცირების შესახებ განუცხადეს იმ მიზეზით, რომ სადგური არ მუშაობს“, – აღნიშნულია  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

მსგავსი თემები