საშინელი ავარია ქარელთან, არიან გარდაცვლილები

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.  შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მონაკვეთზე მოხდა.

ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ერთი გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია, ერთი კი მიკროავტობუსის.

მსგავსი თემები