ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოშია

2023 წლის 30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

მეტი...

,,დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

,,დღეიდან უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ყოფილკანდიდატებს მეგობრობის ხელს უწვდის. „ეს გამარჯვება ეკუთვნის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირადი მაგალითით დაამტკიცა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი გაყოფა შეუძლებელია. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველა პოლიტპატიმარს, ვინც პოლიტიკური ნიშნით იხდის სასჯელს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს გამარჯვება ეძღვნება ჩვენს დებს და ძმებს უკრაინაში. უკრაინა ჩვენს გულშია და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ლვოვიდან ხარკოვამდე და კიევიდან ოდესამდე. ჩვენ ვართ მათ გვერდში…

მეტი...

,,მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია”- გურამ კაკულია

სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა. ბრალდებულმა, მედიას მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”. ,,მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას,”- განაცხადა გურამ კაკულიამ. ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს ბრალად სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. მათი სახელი ასევე ფიგურირებს  ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეშიც. გამოძიება კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეტი...

ხულოში, ქალი ქმარს და მის ოჯახს ძალადობაში ადანაშაულებს – ახალი დეტალები

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის განცხადებით, მეუღლის ოჯახის წევრები მას  ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. მისივე თქმით, ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ამ წუთებში სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესზე ქალმა ფოტომასალა წარადგინა, რომელზეც ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს. დაზარალებულის თქმით, მასზე ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა და სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო. ქალის მეუღლე დაკავებულია. რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს – რა მოხდა ხულოში?

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია”- ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკური კახექსიის გამოვლინება აქვს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დადგეს მისი სიკვდილი, თუკი სათანადო მკურნალობა არ გაეწევა, მოწმემ უპასუხა – „დიახ, შესაძლებელია”. „პაციენტი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით არის მძიმე. ტერმინ „მძიმეში“ ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი – იმის გამო, რომ პაციენტის წონის კლება მიდის ინტენსიურად, ადგილი აქვს ფაღარათს, გულისრევას და მთელ რიგ კლინიკურ სიმპტომებს, შესაძლებელია, განვითარდეს მალაბსორბცია და კახექსია. 28 ნოემბერს გამოცემულ დასკვნაში მხოლო და მხოლოდ ამ ფორმით და ამ დოზით იყო ეს ორი ტერმინი გამოყენებული. ჩვენ გამოვთქვით ეჭვი და შევაფასეთ რისკი, რომ თუკი…

მეტი...

,,ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი”- გია ვოლსკი

,,ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი,” – ამის შეახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რევოლუციური გეგმის საუკეთესო აღმსრულებლად კეზერაშვილი შეარჩიეს. „ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა…

მეტი...

,,დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს”- ლევან ხაბეიშვილი

,,მიშა, მინდა შეგპირდე, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ,,ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს…

მეტი...

,,ახალი პოლიტიკის დროა, ახალი ძალების გაერთიანების დროა”- მამუკა ხაზარაძე

პარტია„ლელო-საქართელოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ახალი პოლიტიკის დროა! ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა. წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში!“,- წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქში“.

მეტი...

,,გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,  უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების გამართვას“, – განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა კორუფციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა სერიოზულად უდგება აღნიშნულ საკითხს. „სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ გაჩენილა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის ამოძირკვას შევძლებთ“, – განაცხადა შმიგალმა.

მეტი...

მოსამართლემ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დაურთო. გასულ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება. საუბარია იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. დაცვის მხარის თქმით, დასკვნა არ ჯდება სამართლის ფარგლებში, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზამ ის ისე მოამზადა, რომ არც ერთხელ არ მოუნახულებია მიხეილ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა –  ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. მათი განმარტებით, პარტიის რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.  

მეტი...

რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს – რა მოხდა ხულოში?

ხულოში რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. რძალი ამტკიცებს, რომ მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადააგდო. TV25-ის ინფორმაციით, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად, ქალმა დაზიანებები მიიღო. ქალს ძალადობის კვალიც აღენიშნება.

მეტი...

გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბერლინი არ დაუშვებს ნატო-ს და რუსეთს შორის ესკალაციას. „შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე ეხება იარაღის სისტემებს. როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება ტანკებზე, გერმანიაში ახალი დებატები იწყება, რაც არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

,,ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე”- ნონა მამულაშვილი

,,პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება ულოცავს და აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები არ აძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. „ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ…

მეტი...

,,ლევან ხაბეიშვილს ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია არჩევნებში დამაარცხების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მელია  ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში – პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები – მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან…

მეტი...

,,სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია”- გიული ალასანია

,,მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის სურვილია ”ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშალოს. „თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ არაფერში, არც არჩევნების პროცესში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი. მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და მას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო. კიდევ, ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ…

მეტი...

გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

”ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, პარტიაში რჩება და აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. „თავიდანვე ვამბობდი, რომ ნიკა მელიას დამარცხების შემთხვევაში თანამდებობას დავტოვებდი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას ვტოვებ და აქტიურად არ გავაგრძელებ ბრძოლას მიშას სიცოცხლის გადასარჩენად და ავტოკრატიული რეჟიმის შესაცვლელად. უბრალოდ, ახლა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ხალხმა, ვინც მხარს უჭერდა ლევან ვარშალომიძეს. ვულოცავ ხაბეიშვილს გამარჯვებას და არ ვფიქრობ, რომ რაიმე დაპირისპირება იქნება პარტიაში. ახლა, როგორც არასდროს, ქვეყანას სჭირდება ერთიანი და მონოლითური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

მეტი...

,,ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ”- ირაკლი ზარქუა

,,ჩემი ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ,” – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას. „მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს, მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა სიმბოლო „ნაცების“. ხაბეს ვთხოვ, პარლამენტიდან გასვლები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟ ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას, როგორ უნდა…

მეტი...

გელათის ტაძრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო გარდაიცვალა

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო, მას სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. ცნობისთვის, ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

მეტი...

,,ახლა მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”- ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ახლა მისთვის, მისი თანამებრძოლებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ეხება. ,,ახლა ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე, მნიშვნელოვანი არის პრეზიდენეტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 14:00-ზე ბრიფინგს გავაკეთებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. ახლა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც ეხება პრეზიდენტს სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას და მის გადარჩენას, ამიტომ, დღეს ანუ აქ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, ბოდიშს გიხდით, 14:00-ზე საზოგადოებას ჩვენი გუნდი სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ არჩევნების შესახებ,”-…

მეტი...

იტალიაში, თმის ფენისა და მტვერსასრუტის მოპარვისთვის 33 წლის ქართველი დააკავეს

იტალიაში, ნეაპოლში  სამართალდამცველებმა 33 წლის ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველმა ტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენი და მტვერსასრუტი მოიპარა. ახალგაზრდა ქართველმა მოპარული ნივთები, ზურგჩანთაში დამალა. ნივთების საერთო ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა. მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომ დაკავებული ტერიტორიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე აპირებდა, რის გამოც კარაბინერები გამოიძახა. იტალიელმა სამართალდამცველებმა კაცი ადგილზევე დააკავეს.

მეტი...

,,დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს”- მიხეილ სააკაშვილის მამა

,,დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის მამა არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციები დაიწყოს. ,,ვუყურებ დღევანდელ სასამართლოს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ სასამართლოს შემდგომ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გუშინდელი ჩემი ლაპარაკიდან, ასევე მიშას მომხრეებიდან, საქართველოს მომხრეებიდან, რაღაც ზემოქმედება იქნება და დღეს არევაძე მაინც ასე თუ ისე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს თუ არ გადაწყდება, შეიძლება ხვალ უკვე გვიანი იყოს. მე ასე ვფიქრობ და ამათმა უნდა იფიქრონ თავიანთ…

მეტი...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.  

მეტი...

,,პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე”- კობა ნაყოფია

,,მე პარტიაში როგორც მინიმუმ ვიქნები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის და ივანიშვილის პირადი ტყვე ქართულ ციხეში,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ანაცხადა. მისივე თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ პარტიას დაატოვებს. „რაც შეეხება ჩემს თანამდებობას – პოლიტსაბჭოს არჩევნები ისედაც არის მარტში. დიდი ალბათობით, არ მივიღებ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე”,- განაცხადა ნაყოფიამ. ნაყოფიას არ ჰგონია, რომ . „ნაციონალური მოძრაობა” ორ ფლანგად დაიშლება. „არ მგონია, რომ ორ ფლანგად დაიშალოს. „ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია და არა მგონია, ეს პროცესები მოჰყვეს, თუმცა ალბათ, გადანაცვლებები მოხდება მმართველ რგოლში. ეს…

მეტი...

,,ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა”- იაგო ხვიჩია

გირჩის დეპუტატის, იაგო ხვიჩია განცხადებით, ”ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს. „მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა…

მეტი...

,,ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით”- თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა, კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით,” – ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი  ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას. „ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა, ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მეტი...

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის”- ლევან ბეჟაშვილი

,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე”, – ასე ეხმაურება  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას. ,,ეს გამარჯვება არ არის საზეიმო გამარჯვება ჩემთვის, ეს არის დიდი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, პარტიის წევრების წინაშე და ჩვენი გუნდი ამას უყურებს, როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა კანდიდატის და ჩვენ ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან და…

მეტი...

რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი და ოლქის დასახლებული პუნქტები „ეს 300“-ის საზენიტო სისტემებით დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ხარკოვში რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან 24 შეტევა განახორციელეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.  

მეტი...

„აბრამსის“ ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს – მედია

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ამერიკულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს. გამოცემის ცნობით,  აბრამსის“ ტიპის ტანკებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ, არამედ მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ „აბრამსები“ ურანის გამოყენების დაცვის გარეშე იწარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დილის 9 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 41 100 ადამიანმა მიიღო. თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა. არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იღებდნენ.

მეტი...

ტრაგედია მატჩამდე – რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში?

მცირე პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა და „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა „რომასთან“ ტურის მატჩი, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. თუმცა, წარმატებულ მატჩამდე, ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაეცვალა. როგორც ირკვევა, შემთხვევა მატჩამდე 2 დღით ადრე მოხდა. კვარაცხელიას ხელის სამაჯურზე ბებიის სახელი ეწერა. ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, კვარაცხელიამ თამაში წარმატებით ჩაატარა და  მე-17 წუთზე მისი საგოლე პასით ”ნაპოლი” დაწინაურდა. კვარაცხელიას ანგარიშზე  იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მეტი...

,,საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდა”- ”ხალხის ძალა”

,,საქართველოს ერთხელ უკვე მართავდა აგენტურა და მაშინ ეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა,” – ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება აღარასოდეს უნდა დაუშვას, რათა საქართველოში მშვიდობას და განვითარებას ფუნდამენტური საფრთხე აღარასოდეს შეექმნას“. „მონობის არჩევის თავისუფლება თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგიური საყრდენია. სწორედ ამ საყრდენზე დგას იმავე ფსევდოლიბერალების მიერ მართული აგენტოკრატიაც, რომელიც თავის თავში აგენტების, ანუ მონების მმართველობას მოიაზრებს. უცხო ქვეყნის აგენტობა იმთავითვე მონობას ნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს სამსახურში დგახარ – რუსეთის, ამერიკის თუ სრულიად უწყინარი ახალი ზელანდიის.…

მეტი...

,,ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა…”- ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი დაემუქრა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ომის დაწყებამდე  სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. ჯონსონის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე. “ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: “ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.    

მეტი...

,,რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს, დრო ჩვენ იარაღად უნდა ვაქციოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ომის გახანგრძლივების იმედი აქვს. მისი თქმით,  ფრონტზე მდგომარეობა მძიმეა, მუდმივი თავდასხმების ქვეშაა ბახმუტი, უგლედარი და დონეცკის რეგიონი. “რუსეთს ომის გაჭიანურების, ჩვენი ძალების ამოწურვის იმედი აქვს. ასე რომ, დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.  

მეტი...

,,იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც პუტინს, ჩემი დატყვევებით, ერთგულებას უდასტურებს”- მიხეილ სააკაშვილი

,,მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც პუტინს, ჩემი დატყვევებით, ერთგულებას უდასტურებს” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილი ფრანგული გამოცემა Le Monde-სთვის გაგზავნილ წერილში წერს. სააკაშვილი წერილში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,  ასევე  საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და  რუსეთის მიმართ მათ დამოკიდებულება საუბრობს. ,,ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. სახალხო დამცველის კონსილიუმში გაერთიანებული დამოუკიდებელი ქართველი ექიმები, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბრიტანელი პროფესიონალები ერთსულოვნები არიან: ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა. ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა…

მეტი...