კლინიკის დირექტორის თქმით, თუ სააკაშვილი საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივალთ

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, თუ ოჯახი მიხეილ სააკაშვილს არ დაარწმუნებს, საკვები მიიღოს, ფატალური შედეგი დადგება. ზურაბ ჩხაიძის თქმით, პასუხისმგებლობა სააკაშვილის ოჯახს ეკისრება.

„მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, პირადად გიული ალასანიას, რადგან მას აქვს უფლება მასთან შესვლის, იქნებ მოხდეს დარწმუნება პაციენტის, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს, თორემ შეიძლება ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. სააკაშვილმა იმ საკვების მიღებაც კი შეამცირა, რასაც იღებდა. ის უნდა დაარწმუნონ, ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

შეუძლია მას საკვების მცირე რაოდენობით მიღება, თვითონ აცხადებს უარს, რადგან უკმაყოფილოა მიმდინარე მოვლენებით. პირდაპირ ვამბობს, ადამიანი აცხადებს საკვების მიღებაზე უარს. ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ახლა ნორმაშია, მაგრამ ხვალ, ზეგ ეს შეიძლება ასე არ იყოს. ვადასტურებ, რომ სააკაშვილი გადაადგილდება დამხმარე საშუალებებით, ძირითადად არის მწოლიარე მდგომარეობაში”, – ამბობს ექიმი ჩხაიძე.

 

მსგავსი თემები