რუსეთი ლატვიის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ლატვიის ელჩს რუსეთის ფედერაციას ატოვებინებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირიანი ვადა მისცა. ელჩს შესაბამისი დიპლომატიური ნოტა უკვე გადასცეს.

„ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის მიზნით, შედეგები მოჰყვება“ , – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები