სააკაშვილის თქმით, ადვოკატის ფული არ აქვს და ბინა უნდა გაყიდონ

„ახლა ფული არ გვაქვს“ – აცხადებს მიხეილ სააკაშილი გერმანულ „შპიგელთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, მის ოჯახს ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც არ გააჩნია.

„მილიონები არ მაქვს გადამალული, დედაჩემი ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ფული არ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – აცხადებს  სააკაშვილი ინტერვიუში.

 

მსგავსი თემები