,,როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია”- გურამ მაჭარაშვილი

“როგორც იქნა, გახარიამ აღიარა, რომ პოლიტიკაში გადამგდებია. როგორც მისმა თანაპარტიელმა თქვა, „ქართულ ოცნებაში“ იყო და „ქართული ოცნება“ გამოიყენა, ახლა „ნაცმოძრაობაშია“ და აღიარეს, რომ „ნაცმოძრაობაც“ გამოიყენა – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის” ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

,,ვინ ვინ გამოიყენა, ეს შემდეგ გამოჩნდება, მაგრამ მათ საკრებულოებში კოალიციები შექმნეს და ახლა ამბობენ, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ამას პოლიტიკაში გადაგდება ჰქვია. როცა პოლიტიკური პარტია აღიარებს, რომ პოლიტიკურად გადამგდებია, ეს ნიშნავს, რომ ან არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ან სურვილი არ აქვს, ორი პროცენტი მაინც აიღოს. რაც უფრი მეტი დრო გავა, მით უფრო გამოჩნდება, რომ გახარიას პარტია არამც თუ 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გდალახავს, არამედ სურვილიც აღარ ექნება, შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის, ისე დაბალ პროცენტს მიიღებს. ხალხის ინტერესების გატარება სად დაინახეს, ეს არ თქვეს. შესაბამისად, სუბიექტური ინტერესები გაატარეს და მათი პარტიის წევრები საკრებულოებში თანამდებობის პირები არიან. ეს ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობა“ გამოიყენეს იმისთვის, რომ მათ წარმომადგენლებს თანამდებობები ჰქონოდათ. გახარიამ „ქართული ოცნება“  იმისთვის გამოიყენა, რომ ხალხს გაეცნო, რადგან მას რუსეთის გარდა, არავინ იცნობდა. „ქართულ ოცნებაში“ იყო და „ნაცმოძრაობას“ ემუქრებოდა, დაგასრულებთო. „ნაცმოძრაობაშია“ და „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, დაგასრულებო, ამ დროს თავად სრულდება” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი ამით ანა წითლიძის მისამართით პარტია „საქართველოსთვის“ წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ დაუშვილმა განაცხადა: „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ“.

მსგავსი თემები