,,თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის”- 14 წლის აითაჯის დედა

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც  მკვლელობაში ბრალდებულის, ალიმ სადიკოვის დები დაიკითხნენ.

ერთ-ერთმა დის თქმით, შეთანხმების მიხედვით, ქორწილი მაშინ გაიმართებოდა, როცა აითაჯი 18 წლის გახდებოდა.

,,ნიშნობაზე ვიყავით მე, ჩემი და და ოჯახის სხვა წევრები. იქ დაგვხვდა ხალხი. მარტო დედა ვიცანი. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ 18 წლის რომ გახდებოდა აითაჯი, დაქორწინდებოდნენ, თუ ერთმანეთში ვერ მორიგდებოდნენ, დაშორდებოდნენ. ჩვენთან ნიშნობა ასე ხდება. ოჯახების მოლაპარაკებაა ეს. აითაჯთან არ მისაუბრია….ჩვენი წესების მიხედვით, დანიშვნის მიუხედავად, 18 წლის სანამ არ გახდება გოგო, მას არ აქვს ვალდებულება სადმე იაროს ბიჭთან ერთად. სულ ვუშლიდი აითაჯს ამას,”- განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის დამ.

“ყველაფერი სიმართლე თქვას. თავის ძმაზე რატომ არ ამბობს, რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის” – განაცხადა აითაჯის დედამ, სიტყვა შეაწყვეტინა მკვლელობაში ბრალდებულის დას.

 

მსგავსი თემები