NATO-ს უდიდეს წვრთნაში მონაწილეობას 90 000 ჯარისკაცი მიიღებს

NATO-ს უდიდეს წვრთნაში, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას 90 000 ჯარისკაცი მიიღებს.

ალიანსის მთავარი მეთაურის კრის კავოლისთქმით, ჯარები NATO-ს მოკავშირე ქვეყნებიდან და შვედეთიდან ჩავლენ.

,,ალიანსი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით”, – განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები