ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის წინამძღვარს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს. მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს.

,,ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის განახლებაზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა,” – განაცხადა ინდრეკ არუმ, ჩრდილოეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება რეშეტნიკოვის ბინადრობის ნებართვაზე მხოლოდ მის ქცევას ეფუძნება და მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესია ან მისი მრევლი კავშირში არაა.

მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს ორი წლის წინ ომის დაწყებამდე განახლდა.

მსგავსი თემები