„პრეზიდენტს ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ ან გარედან უწერენ“- კობახიძე

„პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ ზურაბიშვილს ვეტო, თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები, მზად ვართ, ავსახოთ კანონპროექტში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მზად არიან მსჯელობისთვის. მისი ინფორმაციით,დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი.

” მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთოს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის“- ამბობს პრემიერი.

მსგავსი თემები