უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს – მედია

“უკრაინსკა პრავდა” უკრაინის სპეცსამსახურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუსეთის ლენინგრადის ოლქსი ნავთობის საცავზე თავდასხმა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო.

,,ეს არის თავდაცვის სადაზვერვო ოპერაცია, უკრაინის თანამედროვე საშუალებების ჩართულობით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები. ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში – უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია”, –  განუცხადა წყარომ მედიას.

მსგავსი თემები