ჩუმად იყვნენ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა – მდინარაძე

ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა – ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს.

მისი თქმით, ისინი ”აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება”.

„კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე “ანამნეზი”: ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ ). აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება – როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება. პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ…“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

 

 

მსგავსი თემები