“რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში“- კობახიძე

“რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს თემა არასერიოზულია.

“თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო მეტად არასერიოზული, ამიტომ მგონი, ჯობია, სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები