რა კრიტერიუმებით და როდის გაიცემა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ცოტა ხსნის წინ ის სქემა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს მიიღებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდის თანხის მიღების პროცედურებზე.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები აღნიშნულ პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველთვიურად უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვას ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის ერთ წევრზე. საკომპენსაციო თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე შეადგენს თვეში 35 ლარს და შესაბამისად მისი ჩარიცხვა მოხდება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, კერძოდ:

ერთ წევრიან ოჯახზე თვეში კომპენსაცია იქნება 70 ლარი;  2 წევრიან ოჯახზე – 90 ლარი;  3 წევრიან ოჯახზე – 105 ლარი;  4 წევრიან ოჯახზე – 140 ლარი;  5 წევრიან ოჯახზე – 175 ლარი;  6 წევრიან ოჯახზე – 210 ლარი;  7 წევრიან ოჯახზე – 245 ლარი;  8 წევრიან ოჯახზე – 280 ლარი;  9 წევრიან ოჯახზე – 315 ლარი;  10 წევრიან ოჯახზე – 350 ლარი;  11 წევრიან ოჯახზე – 385 ლარი;  12 წევრიან ოჯახზე – 420 ლარი;  13 წევრიან ოჯახზე – 455 ლარი;  14 წევრიან ოჯახზე – 490 ლარი; 15 წევრიან ოჯახზე – 525 ლარი.

კომპენსაციის ჩაირიცხება ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ სს “ლიბერთი ბანკის” ანგარიშებზე.

 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები, რომელთაც ყავთ 3 ან მეტი 16 წლის ჩათვლით ბავშვი აღნიშნულ პირებს არ დაჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ბავშვებზე დანიშნულ დახმარებასთან ერთად, ამ ოჯახებს დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს.

 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები აღნიშნულ პირებს არ დაჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, ყოველთვიურად ამ პირების სოციალური პაკეტით განსაზღვრულ დახმარებასთან ერთად დამატებით ჩაურიცხავს 100 ლარს.

 შშმ პირების, 65 00-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება შესაძლებელია ერთდოულად. მაგ. თუ 6 სულიანი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80000, ჰყავთ სამი 16 წლამდე ბავშვი და ამავდროულად ოჯახის ერთი წევრი არის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი ან შშმ ბავშვი, ასეთი ოჯახი მიიღებს სამივე დახმარებას და ოჯახის ჯამური საკომპენსაციო პაკეტი შეადგენს 2 460 ლარს, რომელიც ჩაერიცხება 6 თვის განმავლობაში, თვეში 410 ლარის ოდენობით. შშმ პირების, 65 001-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ოჯახების და 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მრავალშვილიანი ოჯახების საკომპენსაციო პაკეტების მიღება არ ზღუდავს დამატებით ერთ-ერთის – საგადასახადო შეღავათის, დაქირავებით დასაქმებულის ან თვითდასაქმებულის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას.

 დაქირავებულთა დახმარება, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრი საწარმო იძულებული გახდა შეემცირებინა თანამშრომელთა რაოდენობა ან გაეშვა თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში. ორივე შემთხვევაში მოქალაქეები ვეღარ იღებენ მათ ყოველთვიურ ხელფასს. აღნიშნული პირების დასახმარებლად დაწესდა 1200 ლარიანი კომპენსაცია, რომლის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის მიღება შეეძლებათ იმ დაქირავებულებს, რომლებიც 2020 წლის პირველი სამ თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და ამის შესახებ მის დამქირავებელს საგადასახადო დეკლარაციასთან ერთად შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირზე გაიცა ხელფასი. დაქირავებულზე კომპენსაციის გაცემა ხდება საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით. საწარმო ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) პირადი ვებ-გვერდის https://eservices.rs.ge/ მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარადგენს ინფორმაციას, სადაც მიეთითება იმ პირთა სია, რომლებზეც ხელფასი გაცემულია აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და აღარ გაუცია წინა თვეში.

ინფორმაციაში მიეთითება:  დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;  დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი)“ – ნათვქმია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები