,,დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნას ეხმიანება. მისი  თქმით, შავით თეთრზე წერია, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

,,დასკვნაში შავით თეთრზე წერია , რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი უბრალოდ ვერ დაწერს. დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ვივა მედის ექიმები კი არ ღებულობენ გადაწვეტილებას, პენიტენციური დაწესებულება, ანუ სუს-ი ღებულობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია”- ”წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს

მსგავსი თემები