,,სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა”- პროკურორი

პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფებოდნენ, სადაც ბიძის ჩართულობა და როლი გამოიკვეთა, მათ არ უსაუბრიათ. დედის მოტივზე თავად დედამ უნდა ისაუბროს, საქმეში ლოგიკური კავშირით რაც დადგენილია, არის ის, რომ ბავშვმა დედას დაურეკა, რისი მიზანიც იმ გარემოს მოშორება იყო, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ბავშვი დედასთან ერთად დაბრუნდა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები