„ჩემი იმედი ნუ გექნებათ! კანონს არ გავაპატიოსნებ“- პრეზიდენტი

“გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე, მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა 1-ლი ნოემრისთვის გადაწიონ. რაც შეეხბა ვეტოს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ნამდვილად წარმოადგენს ვეტოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე, საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!“- აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას მიმართავს, რომ არ იყვნენ მის იმედზე რადგან მისივე სიტყვებით „ამ კანონს არ გააპატიოსნებს“

„ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსულად და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები