სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის სამხრეთ ნაწილზე სავარაუდოდ იორდანიის ავიადარტყმებს ათი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა  შორის არიან  ორი ბავშვი, ხუთი ქალი და სამი მამაკაცი.

სირიული მედიის ინფორმაციით, იორდანიის საჰაერო დარტყმები იორდანიის საზღვართან, სუვაიდის პროვინციის ქალაქ არმანში ორ სახლზე განხორციელდა.

სირიის სამხრეთის დიდი ნაწილს დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და სხვა პროირანული ჯგუფები აკონტროლებენ.

მსგავსი თემები