ოკუპირებულ ახალგორში რუსებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს

რუსებმა ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს. 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაჯში, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება გამოცემა ,,საპაზე” დაყრდნობით ავრცელებს.

„დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყვეტენ, დააკისრონ თუ არა მას ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, – წერს გამოცემა.

ამ დროისთვის, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ უწყებებს ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მსგავსი თემები