“ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, “ბერძნული მაფიის” ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს. მედიის ცნობით,დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან.

საუბარია იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობაზე, ასევე მკვლელობის მცდელობაზეპიეირაში.

პირველი მათგანი 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, მკვლელობის მომდევნო ორი შემთხვევა კი 2023 წლის ივნისში მოხდა. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, დანაშაული 2023 წლის ივლისით თარიღდება.

პოლიციამ სულ ხუთი ადამიანის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ გაიქცა და ახლა წითელი ცირკულარით იძებნება, ერთი კი უკვე ციხეში იხდის სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები და 3 იდენტიფიცირებული პირი დაქირავებული მკვლელები იყვნენ.

მსგავსი თემები