,,მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით, დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით,  ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ამის კულმინაცია იყო  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით – „დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში“.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს კორიდორი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პორტების გაფართოებას, მათი შესაძლებლობების გაფართოებას, აეროპეორტები, რკინიგზა, გზების ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. წელს გვინდა, დავიწყოთ ახალი პორტის მშენებლობა. ეს არის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე ვითარდება სარკინიგზო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვსურს, დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა გზები, გზატკეცილები, ყველაფერი წელს დასრულდება. ასევე მინდა, აღვნიშნო ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობა, ამ ალტერნატიულ მარშრუტებში. გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს, შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე. ამ დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაცხადებული იქნა პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ და ვფიქრობ, ეს მეტ მნიშვნელობას, ენერგიას მისცემს ამ კორიდორის განვითარებას. მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა, რადგან მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით,  ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ამის კულმინაცია იყო  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები