ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ  ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის  ძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები