,,ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა”- ხვიჩია

,,მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა,”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი.

„ივანიშვილის დებატებში გამოწვევაც ლოგიკური იყო, იქიდან გამიმდინარე, რომ მოღალატეს როცა გეძახიან, სულ მცირე დაგაინტერესებს და საჯარო სივრცეში მოისმინო, ამას რატომ გეუბნებიან. არც კობახიძის პასუხი გაკვირვებია არავის. მე ვურჩევდი გახარიას, ცალმხრივად დაიწყოს საჯარო დებატები საზოგადოების გასაგონად ისე, რომ მეორე მხარეს მოუწიოს პასუხის გაცემა. გააჩნია, შენ რას იტყვი და დარწმუნებული ვარ, გახარიას ბევრი რამ აქვს სათქმელი. ისევე, როგორც ბატონ ბიძინას ჰქონდა გახარიაზე ბევრი სათქმელი და გახარიას პასუხი მოუწია. გახარიასაც აქვს ბევრი სათქმელი ივანიშვილზე და იმასაც პასუხის გაცემა მოუწევს. მე ზოგადად ამ პროცესს ვგულშემატკივრობ. არ მინდა, რამე დარჩეს ისეთი, რაც არ გაცხადდება და სიმართლეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები