,,ჩინეთის არმია ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს ტაივანის დამოუკიდებლობის მცდელობები” – ჩჟან სიაოგანი

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ ძალისხმევას ჩაახშობენ.

,,ჩინეთის არმია ყოველთვის ინარჩუნებს სიფხიზლეს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მცდელობები ნებისმიერი ფორმით”, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჩჟან სიაოგანმა.

ჩჟან სიაოგანმა ტაივანის მმართველი პარტია იმაში დაადანაშაულა, რომ კუნძულს ომის სახიფათო პირობებისკენ უბიძგებს.

ცნობისთვის, ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.

მსგავსი თემები