“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

“ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა დაახლობეით 2.5%-ით მოიმატა და 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია.

დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ხუთშაბათს, ომანის სანაპიროსთან ტანკერი დააკავა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

ომანის ყურე, სადაც ტანკერი დააკავეს, ახლოსაა  ჰორმუზის სრუტესთან, რომელიც ნავთობის მომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან გადაზიდვის მარშრუტს წარმოადგენს. ”ბიბისის” ინფორმაციით,  ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოძრაობს ამ ვიწრო გასასვლელში.

მსგავსი თემები