,,უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა”- ზელენსკი

უკრაინისთვის „პატრიოტის“ დამატებით ტიპის შვიდი საჰაერო თავდაცვის სისტემა რომ მიეცათ, მაშინ ხალხი ხარკოვში, ხერსონში და ოდესაში არ დაიღუპებოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რიგაში, მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მის თქმით,  უკრაინა ფრონტზე ფართო ნაბიჯებით ვერ მიიწევს წინ, რადგან ვერ აკონტროლებს ცას

„ჩვენ გვსურს, ჩვენი პარტნიორები იყვნენ რეალისტები და გაიგონ, როგორ მოქმედებს ეს ვადები ჩვენს რისკებსა და ზარალზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები