,,გახარია ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას”- გია ვოლსკი

გია ვოლსკი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება. მისი თქმით,  გახარია პრემიერ-მინისტრობის დროს, ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა.

„პრემიერ-მინისტრი (გიორგი გახარია) ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა (გახარიამ) და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები