საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარადგინა

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა. ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხო.

თანამდებობდა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა. სტეფან სეჟორნე ასევე  გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორია. ფრანგული მედიის ცნობით,  მათ დაშორება საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებია. თუმცა, საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოსთვის ოქტომბერში მიწოდებულ ინფორმაციაში, ატალმა თქვა, რომ პარტნიორი არ ჰყავს.

კულტურის მინისტრის თანამდებობა  რაშიდა დათიმ დაიკავა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად კეტრინ ვოტრინი დაინიშნა, ამელი ოუდეა-კასტერა კი, განათლების სამინისტროს უხელმძღვანელებს.

 

მსგავსი თემები