“ჩვენთვის ბევრად ხელმისაწვდომია რუსული ხორბალი” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

რატომ რჩება რუსეთი ხორბლის მთავარ მომწოდებლად ქართველი მეწარმეებისთვის – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ფასები და ხარისხია.

„ჩვენ ყველთვის ვამბობთ, თუ რატომ არ არის ალტერნატივა.  მაგალითად, რატომ არ შემოგვაქვს ყაზახეთიდან და რატომ შემოგვაქვს რუსეთიდან. პირდაპირ გეტყვით, აქ არავითარი კავშირი არ არის პოლიტიკასთან. ჩვენთვის ბევრად ხელმისაწვდომია როგორც ფასებში ისე ხარისხში რუსული ხორბალი. რუსული ხორბალი არა მხოლოდ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს ჩვენზე მეტი გააქვს, რომელიც ადგილზე იქცევა ფქვილად.  ყაზახეთიდან  ბევრად ძვირი ჯდება შემოტანა. ამიტომ ძირითადი მომწოდებელი მაინც რჩება რუსეთი. ჩენ გვინდა ხარისხიანი და შედარებით იაფი ფასი“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება რუსეთის ჩანაცვლების ალტერნატივას, მალხაზ დოლიძე განმარტავს, რომ ალტერნატივა არსებობს

„რა თქმა უნდა, ალტერნატივა არსებობს რუმინეთის, ბულგარეთის, ევროპის სხვა ქვეყნების, ასევე, ყაზახეთის სახით, თუმცა აღნიშნული ქვეყნებიდან ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი დაუჯდებათ მეწარმეებს. თუ არ ვცდები, დაახლოებით, 300 იურიდიული პირია საქართველოში, ვისაც ჰყავს ტრაილერები, მანქანები, გადადის ეს ხალხი, შემოაქვთ და ყიდიან. ჩვენ გვინდა ხარისხიანი და შედარებით იაფი, საიდანაც ფოკუსირდება შემდეგ პურის ფასი” – განაცხადა მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები