4 უკრაინელი მეზღვაური იემენელი ჰუტების ტყვეობაშია – ზელენსკი

იემენის შეიარაღებულ დაჯგუფებას, ჰუთებს, ოთხი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, რიში სუნაკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,ჩვენი ოთხი მეზღვაური ჰუტებს ტყვედ ჩაუვარდა. ჩვენ ვიმუშავებთ მათ დაბრუნებაზე“, – თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობის უსაფრთხოება უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

ცნობისთვის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა და მოკავშირეებმა გასულ ღამეს იემენში ჰუტების 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

საუბარია სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ესაა პასუხია ნოემბრიდან წითელ ზღვაში, ჰუტების მიერ გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

მსგავსი თემები