მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ კამპანიაში – #ვზრუნავმიუსაფარზე კერძო კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ

მოქალაქეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სოციალურ კამპანიაში – #ვზრუნავმიუსაფარზე კერძო კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ.

მონაწილეებს მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ცხოველებისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე ვაუჩერები კომპანია ,,ზოოარეამ“, ხოლო, საკვები კომპანია ,,ზოომარტმა“ გადასცათ.

სოციალური კამპანია – ,,ვზრუნავ მისაფარზე“ 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა. კამპანიის პირობების მიხედვით, მოქალაქეებს ამ პერიოდში ჰეშთეგის #ვზრუნავმიუსაფარზე გამოყენებით, თავიანთ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის ისტორია უნდა გაეზიარებინათ.

კამპანია 25 დეკემბერს დასრულდა და მისი ყველა მონაწილესთვის საჩუქრების გადაცემას კერძო კომპანიები კვლავ განაგრძობენ.

სოციალური კამპანია – #ვზრუნავმიუსაფარზე მიზნად ისახავდა მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას, დახმარებას და ამ მიზნით საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის კონსოლიდაციას, ასევე, ქუჩის ცხოველებზე ზრუნვის კულტურის დამკვიდრებას.

სააგენტო მადლობას უხდის სოციალურ კამპანიაში ჩართულ ყველა მხარეს მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.

მსგავსი თემები