ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე

მარნეული-სადახლოს გზაზე, ქალაქ მარნეულთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულია 5 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ორივეს მძღოლი და მგზავრები სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები