„ამ ეტაპზე, წყლის საფასურის გაზრდა პურის ფასზე არ აისახება“ – მალხაზ დოლოძე „მედიაცენტრ მთავარში“

“წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე არ აისახება, შენარჩუნებული იქნება პურზე ის ფასები, რაც გვაქვს” – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”  განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა წყლის საფასურის მატებას დენის ფასის კლება აბალანსებს.

„წყალზე მომუშავე კომპანიები, ვისთვისაც წყალი ნედლეული იყო, ქალაქიდან გავიდნენ  იმის გამო, რომ წყლის ტარიფი მართლაც ძალიან მაღალი იყო. მე ვიცი შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კომპანია გაკოტრდა წყლის გადასახადის გამო. როდესაც გაჟღერდა წყლის ტარიფის მომატება, ამავე დროს გაჟღერდა ძალიან კარგი ინფორმაცია – შეღავათი ელექტროენერგიაზე. როდესაც ჩვენ ეს გადავიანგარიშეთ, ძალიან კარგად აბალანსებდა ერთი მეორეს. ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ ეყალზე უფრო მომჭირნედ ვიყოთ. წყლის ტარიფის მატება საბოლოო პროდუქტზე არ აისახება, შენარჩუნებული იქნება პურზე ის ფასები, რაც გვაქვს” – განაცხადა მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

თუმცა, როგორც დოლიძემ აღნიშნა, არავინ იცის, რამდენი ხანი შენარჩუნდება არსებული ფასი, რადგანაც, ინფლაციაც თავის როლს ასრულებს.

წყლის ტარიფის გაძვირება და პურის ფასი – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები