,,შენდობას ვითხოვ, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის”- იოვანე მჭედლიშვილი

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილიშენდობას ითხოვს. მისი თქმით, ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა ეცნობებინა საპატრიარქოსთვის.

,,მე,როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,” – წერს იოვანე მჭედლიშვილი.

მსგავსი თემები