,,აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ”- ერდოღანი

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით,  აშშ და ბრიტანეთი არაპროპორციულ ძალას იყენებენ.

„იემენი, „ჰუსიტებთან“ ერთად და მთელი ძალის გამოყენებით, ამბობს, რომ გასცემს აუცილებელ პასუხს რეგიონში ამერიკასა და ინგლისს. ამბობენ, რომ აქ ოდნავი უმოქმედობის ადგილი არ არის. ამ დროისთვის, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიახლეებს ძალიან განსხვავებული არხებიდან. ჩვენ გვესმის სხვადასხვა არხებიდან, რომ „ჰუსიტები“ ძალიან წარმატებულ თავდაცვას ახორციელებენ და წარმატებით პასუხობენ ამერიკასა და ინგლისს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები