,,აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი” – ჯონ კირბი

,,აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი”. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

,,ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ირანთან. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას და არ არსებობს სიტუაციის ესკალაციის მიზეზი, გარდა იმისა, რაც მოხდა ბოლო დღეებში”, – აღნიშნა ჯონ კირბმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.

მსგავსი თემები