ფქვილის ძირითად მომწოდებლად ისევ რუსეთი რჩება

საქართველოში პურის ფქვილის დეფიციტი არ არსებობს და როგორც ყოველთვის, 3 თვიანი მარაგი არსებობს. როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, იმპორტირებულ ფქვილს ადგილობრივი მოსავალიც ემატება.

„საქართველოში ფქვილის მარაგი არსებობს. გვაქვს 3 თვიანი მარაგი.  ადგილობრივი წისქვილებიც მუშაობს, აწარმოებენ ფქვილს, რაც ემატება იმპორტირებულს. ეს კი მეწარმეებს საშუალებას აძლევს, დღევანდელ ეტაპზე, პურის ფასები შენარჩუნებული იყოს“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კითხვას, საიდან ხორციელდება იმპორტი ძირითადად, მან გვიპასუხა, რომ მთავარი მომწოდებელი ისევ რუსეთია.

„ჩვენ ყველთვის ვამბობთ, თუ რატომ არ არის ალტერნატივა.  მაგალითად, რატომ არ შემოგვაქვს ყაზახეთიდან და რატომ შემოგვაქვს რუსეთიდან. პირდაპირ გეტყვით, აქ არავითარი კავშირი არ არის პოლიტიკასთან. ჩვენთვის ბევრად ხელმისაწვდომია როგორც ფასებში ისე ხარისხში რუსული ხორბალი“ – აღნიშნა დოლიძემ „მედიაცენრ მთავარში“.

წყლის ტარიფის გაძვირება და პურის ფასი – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები