სენაკში მანქანამ ორი ადამიანი გაიტანა – შემზარავი ექსკლუზიური კადრები

სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოავარია მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ქუჩაში მიმავალ ორ ქვეით დაეჯახა. შუახნის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილოზებულია სამარალდამცველები და შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობა.

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს. თვითმხილველის თქმით, სასწრაფო ავტობუსის ზოლში მოძრაობდა, შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება პოლიცია.

მეტი...

,,ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს” – 2 წლის ლაზარეს მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს

,,ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს”. ამის შესახებ ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მამა საუბრობს. ,,უფროსი შვილი მოიყვანეს ბაღიდან, დედა სახლიდან წავიდა გამოსაყვანად ბავშვის. რა დროსაც, პიტბულის ჯიშის ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს. უფროსი შვილის ყურადღების მიქცევის დროს პატარა ბავშვი ეზოში გამოვიდა, რა დროსას ძაღლი სახლის მიმართულებით ავიდა და თავს დაესხა ლაზარეს. ჩემმა მეგობარმა გააკეთა რეაგირება და ძლივს გამოსტაცა ბავშვი ძაღლს პირიდან… საცხოვრებელ სახლთან მოხდა, ვიღაცის გამოგდებული ძაღლი იყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში, როგორ გაატარებს სისხლს ბავშვის წვრილი კაპილარები”, – ამბობს ლაზარეს მამა. შეგახსენებთ, რომ 2 წლის ლაზარე…

მეტი...

საფრანგეთში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება

საფრანგეთში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება, პარლამენტმა რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დაპირირსპირების შემდეგ კანონპროექტი დაამტკიცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი კანონპროექტი მიგრანტების ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას ართულებს და მათ წვდომას კეთილდღეობის შეღავათებზე აჭიანურებს. ის ასევე კრძალავს არასრულწლოვანთა დაკავებას დაკავების ცენტრებში. საკამათო დებულება დისკრიმინირებს მოქალაქეებსა და მიგრანტებს, თუნდაც ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებთ შორის, შეღავათების მიღების უფლებამოსილების განსაზღვრისას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.  

მეტი...

,,სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ, ბრძოლას არ შევაჩერებთ” – ნეთანიაჰუ

,,სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ, ბრძოლას არ შევაჩერებთ”. ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ “ჰამასის” ლიკვიდაციამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხულია. ,,სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ, ბრძოლას არ შევაჩერებთ. ესაა “ჰამასის” განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზიდან მომდინარე საფრთხის დასრულება“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მეტი...

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ორმა სერვისის გაწევაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში კვლევები უტარდება, ხოლო მეორე რეანიმაციაშია გადაყვენილი.

მეტი...

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის…

მეტი...

თეოფანე დავითაიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება

თეოფანე დავითაიას ქუჩის ნაწილზე წყლისა და წყალარინების ქსელი ეწყობა, რის გამოც, 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე, 09:00-დან 19:00 საათამდე, დავითაიას ქუჩაზე, ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისა და დავითაიას ქუჩის კვეთიდან ზურაბ პატარიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას მხოლოდ ცალმხრივად შეძლებენ. შეზღუდვის პერიოდში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირისა და თეოფანე დავითაიას ქუჩის კვეთიდან დავითაიას ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება სიმონ და თინა ყაუხჩიშვილის ქუჩისა და დავითაიას II მ/რ-ს გამოყენებით, ხოლო გიორგი დეკანოზიშვილის, დავითაიას II მ/რ-დან და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევიდან მოძრავი ავტომობილები დავითაიას ქუჩაზე ჩვეული მარშრუტით გადაადგილდებიან. შეიცვლება N455 მიკროავტობუსის…

მეტი...

„835 000 პენსიონერი, მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას მიიღებს“ – თამარ ბარკალაია

„პრემიერის წლიურ ანგარიშში ნათლად გამოჩნდა თუ რამდენად პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა“, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ ბარკალაიამ, აქცენტი პენსიებსა და სოციალური გასაცემლების ზრდაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება. „2023 პენსიები გაიზარდა და მომდევნო წელსაც გაიზრდება. პენსიების 20 ლარიანი ზრდა შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი პენსია 50 ლარით გაიზრდება. ამ ყველაფერს ემატება 20%-იანი დანამატი, იმ პენსიონერებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობენ. ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და 835 000 პენსიონერი, მომავალი…

მეტი...

ქობულეთში, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარია. რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს – სეს

კახეთის გზატკეცილზე, ადგილზე სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ინფორმაციით, საკარანტინო ღონისძიებები თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება. ,,კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მერიის მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად, საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი”, – ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

,,ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი”- მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს

მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს. დეტალებზე სოციალურ ქსელში ნინო ჯიბლაძე წერს. როგორც ირკვევა ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი. „ყველას გაინტერესებთ და ასე უნდა გაგახაროთ! რა ბედნიერებაა, ასეთი კარგი ამბის გაზიარება: მოვიდნენ ბავშვის მშობლების მეგობრები და მოგვახარეს, რომ ბავშვი 3-ჯერ არის უკვე აცრილი! შეგიძლიათ გაახაროთ სხვებიც. ყველას უდიდესი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!“ – ნათქვამია ფეისბუკ პოსტში. იძებნება მოზარდი, რომელიც კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებულ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა

მეტი...

გეგმური სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 21 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.…

მეტი...

ლუქსემბურგის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის,  რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აბრამოვიჩის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესა. გაყინულია აბრამოვიჩის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები. აბრამოვიჩმა  გადაწყვეტილება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. მისი თქმით,  რუსეთის სახელმწიფოს არ აფინანსებდა და ბრალდებები პუტინთან მის მჭიდრო კავშირზე, სიცრუე იყო „საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს, რითაც ადასტურებს მის მიმართ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  

მეტი...

მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს – მას ვაქცინაცია დაწყებული აქვს

მოზარდი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე , ეკა ადამიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით,  გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.   იძებნება მოზარდი, რომელიც კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებულ „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა

მეტი...

საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორსული ემსხვერპლა

საგარეჯოში, გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ორსული ემსხვერპლა. გარდაცვლილი  5 თვის ფეხმძიმე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.  

მეტი...

ავარიას 20 წლის გოგო ემსხვერპლა

საგარეჯოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი საგარეჯოელი ახალგაზრდა, დადუ კერატიშვილია. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „არ მჯერა, რომ დედამ შენზე მითხრა… ჩემო ბავშვობის მეგობარო, შენ ხომ მუცელში ანგელოზი გყავდა, ჩემო ლამაზო… შენ ხომ ბედნიერი იყავი შენი ცხოვრებით და ათბობდი შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს…“ – წერს ახლობელი.

მეტი...

,,აუცილებლად უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი”- სოფო ჯაფარიძე

ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, აუცილებლად უნდა დავიხსნათ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისი  თქმით, საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს, დიდი სურვილი აქვთ, იყვნენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო და მასთან ერთად იბრძოლონ. „მათ შორის მე მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია მაქვს. სულ გვაქვს დებატების რეჟიმში საუბარი და ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ რუსეთის ტყვეობიდან, აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეობიდან, უფრო სწორად, დავიხსნათ, რადგან ძალიან დიდი დანაშაულია ის, რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენ ქვეყანას უკეთებს. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენს…

მეტი...

,,მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს”- ზარქუა სააკაშვილზე

მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს, – ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. „ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა „ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ“, – განაცხადა ზარქუამ. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა „უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება „ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ – გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის…

მეტი...

სადახლოს გზაზე ერთმანეთს 3 სატვირთო შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში, სადახლოს გზაზე. ერთმანეთს 3 სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის  ქალაქ თესალონიკში, საქართველოს 46 წლის მოქალაქე და კიდევ ერთი პირი, 60 წლის კაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ისინი პოლიციამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მათ შორის, ჰეროინისა და კოკაინის გამო დაიწყო. დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. გრძელდება დამატებითი საპოლიციო მოქმედებები.

მეტი...

უნდა გავუშვათ ხალხი, რომელმაც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს – გიორგი ვაშაძე

,,იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „ქართულმა ოცნებამ“ მტკიცება დაიწყო, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და თურმე მიქანაძემ, კობახიძემ იციან საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ცალსახა. იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც…

მეტი...

დღეს საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საცობი უნდა მოვიშოროთ და ავტობანით შევიდეთ ევროკავშირში – სააკაშვილი

წინ გვაქვს ახალი წელი, შობა. ხვალ ჩემი დაბადების დღეც არის, საზეიმოდ გამოვეწყვე, მაგრამ საზეიმოდ გამოვეწყვე ძირითადად იმის გამო, რომ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, იმის გამო, რომ საქართველოში ხალხმა ამჯერადაც გაიმარჯვა და ხალხმა შემდგომი გამარჯვებები უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა  განაცხადა. „ხომ გეუბნებოდით თავიდანვე, როცა ევროპის დროშა აღვმართე, ყველა დაგვცინოდა, მე ვამბობდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასოცირების ხელშეკრულება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი ვიყავი, ახლა დაბრუნდა სიკორსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად ვქმნიდით აღმოსავლეთ პარტნიორობას. აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაუდო საფუძველი ასოცირების ხელშეკრულებას. მე ვთქვი, რომ იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება და…

მეტი...

„ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ უცხოეთშიც და საქართველოშიც”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  უცხოეთში თავისი წარმომადგენლები გაგზავნა, რათა საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე იმუშაონ. „ახლა თითოეული ადამიანი უნდა დავირაზმოთ უცხოეთშიც და საქართველოშიც. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების ყველგან გახსნა. მუშაობა უკვე დავიწყეთ, გავაგზავნე ჩემი წარმომადგენლები. მამუკა ხაზარაძე იყო, ამაზე მუშაობს და ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება. გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

,,გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი” – მიხეილ სააკაშვილი

ვამბობ ახლა რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ მანამდე ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება. მისი თქმით,  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 4 წელიწადში საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გახდება: ,,ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ გზიდან გადაგვიყვანოს და ევროპაც არ მისცემს საშუალებას არავის, რომ საქართველოში ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება და ეს იქნება სრულად ახალი ეპოქა. ჩვენ ეს საცობი უნდა მოვიშოროთ, რომელიც დაცობილია ევროპულ გზაზე…ჩვენ უნდა გავიდეთ ავტობანზე და ავტობანით შევიდეთ. მე გაძლევთ გარანტიას, 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შემქნას სთავაზობს.მისი თქმით, მზად არის კომიტეტის შემადგენლობაში შევიდეს. ,,კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო (ოპოზიციას)ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი.  ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი,…

მეტი...

,,1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ”- მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. ,,მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს , 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის ევროკავშირის სტატუსზე. უკრაინამ პრაქტიკულად  აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო – რუსული აგენტების კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე…

მეტი...

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. დოკუმენტს 349 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 186-მა მისცა ხმა. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას. ამასთან, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. „დღეს მკაცრი ზომები აუცილებელია“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

მეტი...

ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მზადაა მორიგი მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის. ,,შემიძლია, გავიმეორო, რომ ისრაელი მზადაა მორიგი ჰუმანიტარული პაუზისთვის და დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მძევლების გათავისუფლება. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სინვარსა და ჰამასის ხელმძღვანელობას”- განაცხადა ისრაელი პრეზიდენტმა.

მეტი...

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 131 ადამიანი დაიღუპა, 980 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება  16 ადამიანი. 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ორშაბათს, ადგილობრივი დროით შუაღამემდე მოხდა. სტიქიის ეპიცენტრში, პროვინცია განსუში, 113 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს…

მეტი...

1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. „პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად…

მეტი...

უკრაინის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნეები შეიძლება, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ – ჰოფმანი

უკრაინის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნეები შეიძლება, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, – ამის შესახებ ბელგიის არმიის მეთაურმა, მიშელ ჰოფმანმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპა მზად უნდა იყოს ამისთვის, უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავდაცვას ან კონტრშეტევას შეძლებს. „რუსეთმა უკვე აჩვენა, რომ მათ აქვთ მეზობელზე თავდასხმის სურვილი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ენა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ მას მოგვიანებით სხვა იდეებიც ჰქონდეს მოლდოვაში ან ბალტიისპირეთის ქვეყნებში“, – განაცხადა ჰოფმანმა.  

მეტი...

„ნაკბენი ჭრილობის შედეგად, ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა”- როგორია ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვების მდგომარეობა

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაზე, ექიმი, ალექსანდრე კალანტაროვი საუბრობს. მისი თქმით, პოსტოპერაციულ პერიოდში  ვითარება არის სტაბილური, ნორმალური. „ნაკბენი ჭრილობის შედეგად, ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა, პრაქტიკულად, მთლიანად. გაშიშვლდა ძვლები. ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია გახდა სასწრაფო. მსვლელობა იყო ნამდვილად 13 საათი. ოპერაციის შინაარსი იყო რბილი ქსოვილებით. დეფექტის ზონის დაფარვა. ეს არის ორგანული, ანუ ნაფლეთოვანი გადანერგვა, რომელიც შეიცავს კუნთოვან მასას და კანს. სამწუხაროდ, ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე და ეგრეც იყო დაგეგმილი, გაკეთდება 2-ეტაპიანი გადანერგვა. ანუ, პირველი ეტაპი შესრულდა და დაიხურა დეფექტის ორი…

მეტი...

„ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„Museum Hotel-ში“ „ურბანული მეტყევეობა – ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარება და მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს თარგმანი მომზადდა  „USDA-ს Forest Service“-ის ფინანსური მხარდაჭერით . აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოში ურბანული მეტყევეობის თარგმანის პირველ პრეცენდენტს, რომელიც მოიცავს თანამედროვე ამერიკულ მიდგომებს, საინტერესო პრაქტიკებსა და ანალიზებს. სახელმძღვანელოს თარგმნის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურბანული მეტყევეობის, არბორიკულტურისა და ზოგადად ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმარებისა და მართვის შესახებ შესაბამისი ქართულენოვანი ლიტერატურის არარსებობა, რომელიც  განკუთვნილია როგორც გარემოსდაცვით, სატყეო და ურბანული მეტყევეობის დარგში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ისე მუნიციპალური უწყებებისთვის, კერძო ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით მომავალი თაობებისთვის – სტუდენტებისთვის. სახელმძღვანელო მკითხველს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ურბანული…

მეტი...

40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს

ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა „ჰამასს“ წარუდგინა წინადადება, რომელიც  ბრძოლის ერთკვირიან პაუზას მოიცავს, 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათ შორის ქალების, მოხუცების და მათი, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება. აშშ-შო ისრაელის ელჩი  მაიკლ ჰერცოგი ადასტურებს, რომ ისრაელი მზად არის, შეაჩეროს ბრძოლა, თუ ეს გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას. „ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, გვაქვს თუ არა შეთანხმება, რადგან აქამდე „ჰამასი“ უარს ამბობდა სხვა გარიგებაზე. ისინი იმედოვნებდნენ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე, რასაც ემატება კატარელების ზეწოლა,…

მეტი...