ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციები დაწესდა 17 პირის მიმართ. ესენი არიან პროკურორები, მოსამართლეები და გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკური აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დევნასა და რეპრესიებში. ,,ჩვენ არ მოვითმენთ კრიმინალებს და რეპრესიულ რეჟიმებს, რომლებიც არღვევენ უბრალო ადამიანების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს მთელ მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გააგრძელებენ დაუნდობელ დევნას, ვინც ხალხს ართმევს თავისუფლებას”, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა. ბრიტანეთმა ასევე სანქციები დააწესა ჰაიტის, ირანისა და სირიის მთავრობებთან, სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგაც.

მეტი...

ესტონეთში პროკრემლისტური პარტიის წევრი ჯაშუშობისთვის დააკავეს

ესტონეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობაში ეჭვმიტანილი ალან ჰანცომი, პროკრემლისტური პარტია Koos-ის წევრი დააკავა. ,,7 დეკემბერს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ესტონეთის 46 წლის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია ესტონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და მსგავს ქმედებებში მხარდაჭერაში. ეს არის წინასწარი ეჭვი, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს გამოძიების დროს”, – თქვა სახელმწიფო პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კაირა კუნგასმა. ცნობისთვის, ალან ჰანტსომი “უკვდავი პოლკის” მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. 2023 წლის მაისში იგი შეუერთდა პროკრემლისტურ პარტია Koos-ს.

მეტი...

გერმანიის ელჩის რჩევა საქართველოს

გერმანიის ელჩი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები. ,,პირველი გაკვეთილი – აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. უნგრეთს სურს, რომ გამოყონ ევროკავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული. მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია”, – განაცხადა ფიშერმა.

მეტი...

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ,,გმირ სამხედროს დევნილთა დასახლებაში სკვერისა და სპორტული მოედნის გახსნის სურვილი სიცოცხლეშივე ჰქონდა. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ეს სურვილი რამდენიმე წლის წინ განახორციელა. დღეს კი, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სკვერში გმირის მემორიალი გაიხსნა”, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი, რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის შემდეგ, 23 თებერვალს გასაჯაროვდა. ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.…

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს: ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერის კორუფციული გარიგების წყალობით, „თბილისის განვითარების ფონდმა“ გამრეკელის ქუჩაზე სამუშაოების წარმოების უფლება კომპანია „ბიქეი კონსტრაქშენს“ უკონკურენტოდ მისცა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია, რასაც აღნიშნული ტელეკომპანია პერიოდულად მიზანმიმართულად ავრცელებს, დედაქალაქის მერისა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროექტს. აღნიშნული პროექტის დაანონსებისთანავე, თბილისის ვიცე-მერმა მოიწვია ბაზარზე არსებული ყველა წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანია და მათ პრეზენტაციის სახით მიაწოდა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ამის…

მეტი...

ფონიჭალაში კაცს მანქანა დაეჯახა

ფონიჭალაში შუახნის კაცს ჯიპის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურებია მობილიზებული. სასწრაფო დახმარებას დაშავებული კლინიკაში გადაჰყავს. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

სამტრედიაში, სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახნენ – არიან დაშავებულები

სამტრედიაში, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

აძვიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა

,,სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ “სისხლის სამართლის საქმე” აღძრა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები – 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი, 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. „საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, – ვკითხულობთ განცხადებაში. მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი კი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მეტი...

,,გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს”- ზელენსკი

,,გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ამ კვირაში ჩვენ ველოდებით უკრაინის უმაღლესი რადას გადამწყვეტ ხმებს. ეს ასევე ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მოსამზადებლად. ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს შეასრულებს. სწორედ ამაზე ვესაუბრე ესპანეთის პრემიერმინისტრს, პედრო სანჩესს. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერაზე, ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას მთელი ევროპის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. ცნობისთვის, ბაბი კირკიტაძემ გუშინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სოციალური ქსელის „ჩატებში“  მის შესახებ დამონტაჟებული მასალა ვრცელდება. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს. პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამონტაჟებულსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გაუგზავნა. დახმარება მოიხავს სადაზვერვო დრონებს, ჭურვებს, ყუმბარმტყორცნებს, მანქანებსა და პირველადი დახმარების ნაკრებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მოწოდებული იარაღისა და აღჭურვილობის განახლებული სია. უკრაინას პირველად გადასცეს 1 LUNA NG და კიდევ 10 VECTOR სადაზვერვო დრონი. უკრაინაშია კიდევ 6 გერმანული საპატრულო მანქანა მესაზღვრეებისთვის და 8 სატვირთო Zetros. ამასთან, უკრაინას პირველად გადასცეს 1 LUNA NG და კიდევ 10 VECTOR სადაზვერვო დრონი. უკრაინაშია კიდევ 6 გერმანული საპატრულო მანქანა მესაზღვრეებისთვის და 8 სატვირთო Zetros.

მეტი...

რუსეთმა ნიკოპოლი დაბომბა – დაშავდა ერთი ადამიანი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბა. დაბომბვის  შედეგად 86 წლის ქალი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ არტილერიიდან ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუხსნა.  

მეტი...

თუ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება – კემერონი

თუ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება და მხოლოდ ამერიკული ფული კი არ დადგება რისკის წინაშე, არამედ ეს შეიძლება იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა და ამერიკელების სიცოცხლე – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დეივიდ კემერონმა განაცხადა. მინისტრი დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,ვიდექი თბილისში 2008 წელს, როდესაც მან [პუტინმა] ამ ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და ვაფრთხილებდი ყველას, რომ განმეორდებოდა და ახლა ეს ხდება უკრაინაში. თუ დავუშვებთ მის გამარჯვებას უკრაინაში, შემდეგი სხვა იქნება და მხოლოდ ამერიკული ფული კი არ დადგება რისკის წინაშე, არამედ ეს შეიძლება იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა და ამერიკელების სიცოცხლე.…

მეტი...

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და თონელის ქუჩების გამოყენებით.

მეტი...

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი ვერ დაჯდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა. რეისები სათარიგო ეროპორტებში გადამისამართდნენ. აეროპორტის ცნობით, ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც დაჯდა ერევანში, ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი დაჯდა ქუთაისში და „ჯაზირას“ ავიახაზები ქუვეითი-თბილისი, ასევე დაჯდა ერევანში. ამასთან, დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“ , ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

მეტი...

პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა რუსეთში 15 მარტს დაიწყება და 17 მარტს დასრულდება. ვლადიმერ პუტინისთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. პირველად ის პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს.

მეტი...

სამსახურის წარმომადგენლები ნიდერლანდების სავაჭრო მისიის მიერ გამართულ სემინარს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე,სამსახურის თანამშრომლებთან და სახელმწიფო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ სემინარს: ’’მებაღეობის განვითარება საქართველოში’’. შეხვედრის მასპინძელი საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი იყო. აღნიშნული სემინარის გამართვის ინიციატორი, ნიდერლანდების რეგიონული სავაჭრო მისია გახლდათ, რომელიც სომხეთის შემდეგ, საქართველოს ეწვია. გაიმართა საინტერესო შეხვედრები სტუმრებთან. ჰოლანდიური კომპანიის, ‘’ჰოლანდორის’’ პარტნიორმა და რეგიონული მიმართულებით პროექტების კონსულტანტმა, ჯოს ლიიტერსმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

მეტი...

სოფელი „თოვლის დრაკონის“ მთის ძირში – ვიდეორეპორტაჟი ჩინეთიდან

ჩინეთის პროვონცებში ყველა სოფელი ერთმანეთისგან განსხვავდება. ყველას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. შესამაბისად, განსხვავებულია მათი სამზარეულოც ტრადიციებიც, ჩაცმულობაც და სხვა ყველაფერი.   ქალაქი ლიჯიანგი ჩინეთის პროვინციის იუნანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ  ცხოვრობს ნაქსი და რამდენიმე სხვა ეთნიკური უმცირესობა. სოფელი იუჰუ კი ნაქსის უმცირესობას მიეკუთვება და ის არის  არის ხეობის ბოლო სოფელი, რომელიც მდებარეობს ლიჯიანგში „ჯეიდის დრაკონის მთის“ ძირში. აქ ნახავთ უნიკალური კლდეებით აშენებული სახლებს, რომლებსაც „მაიმუნის თავი“ ჰქვია, ეს არის კლდეებისა და გამხმარი მიწის ნაზავი, რომელიც სოფელს სიძველეს მატებს და ისეთივე სახე იღებს, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. ამ სოფელში საკმაოდ პოპულარულია…

მეტი...

რუსეთს 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს – დმიტრო ლუბინეცი

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, რუსეთს უკრაინის დაახლოებით 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს. მისი თქმით, 2 000 უკრაინის მოქალაქე 65 წელს გადაცილებულია. ,,დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!” – განაცხადა ლუბინეცმა.

მეტი...

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა – ვიქტორ ორბანი

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა  განაცხადა. მისი თქმით, „უკრაინელები მზად არ იქნებიან მოლაპარაკებისთვის და ევროპელები მზად არ იქნებიან მათი სრულუფლებიანი წევრობისთვის“. „უკრაინა, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. რა ხუმრობაა! ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.  

მეტი...

ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში “მუზა’’, საქართველოს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მი,” ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა შვილებისთვის, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტს, პატარებთან ერთად, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი. მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი,” მრავალი წელია, ეროვნული სასახლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ელენე ცარციძე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად ასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ანსამბლის მენეჯერი, ქალბატონი ვენერა მალიძე გახლდათ; ანსამბლმა, არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა: “კლასიკური მუსიკა ყველასათვის,” “სოლიდარობა…

მეტი...

მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე – ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე. ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ. ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო…

მეტი...

„მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან  გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი”- ალუდა ღუდუშაური

„მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან  გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. უმრავლესობის წევრი, ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას გამოეხმაურა. „მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან  გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე…

მეტი...

,,გახარია ისე დაუჯერებლად სახალისო ამბებს ჰყვება, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითავსებს”- გურამ მაჭარაშვილი

,,გახარია ისე დაუჯერებლად სახალისო ამბებს ჰყვება, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითავსებს,”- ასე ეხმაურება ”ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, არავის არ სჯერა გიორგი გახარიას ზღაპრების. ,,გახარია ისე დაუჯერებლად სახალისო ამბებს ჰყვება, რომ ბარონ მიუნჰაუზენის ფუნქციებს შეითავსებს. ეს არის მისი როლი, კარგად გამოდის და მიაწვეს ამას. ხაზარაძე, რა თქმა უნდა, მიაწვება მანდარინების კრეფას, იმიტომ, რომ ისიც ვერ შედგა, როგორც პოლიტიკოსი. შესაბამისად, არავის არ სჯერა გახარიას ამ ზღაპრების მას შემდეგ – მან ყველა თანამდებობა მოიარა, რაც კი იყო საქართველოში. ამიტომ მისი ეს ზღაპრები ერთადერთი ბავშვებმა…

მეტი...

,,პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც”- ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ბაბი კირკიტაძე წერს,  სოციალურ ქსელებში დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი გაუვრცელეს. ,,ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ”, – წერს მომღერალი.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 8-11 დეკემბერს საქართველოში – მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. დედაქალაქში –  თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი,…

მეტი...

მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა – თალაკვაძე

მელია არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო და გადაიხადა, პარლამენტში ვინც შევა, პუფები იქნებიანო და შევიდა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მელია ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს. „აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი (ნიკა მელია), რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმა, ამბობდა, პარლამენტში არ შევალო და ვინც შევა, პუფები იქნებიანო – შევიდა პარლამენტში. შემდეგ თქვა, პარტიიდან არ წავალო და პარტიიდანაც წავიდა. ანუ, ჯერჯერობით ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს მეტად დაშლილია. ეს კარგია…

მეტი...

რაკეთებით შეტევა კიევსა და კიევის ოლქზე – დაზიანდა კერძო სახლები

კიევსა და კიევის ოლქში დილის 9 საათისთვის საჰაერო განგასი გამოცხადდა, რაც ორი საათი გაგრძელდა. საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტები კიევთან მიახლოებამდე ჩამოაგდეს. კიევის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანებულია კერძო სახლები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა დნეპროპეტროვსკის ოლქში. პავლოგრადის რაიონში სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაიჭრა.

მეტი...

სარფში 49 870,6 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფში” დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. უწყების ცნობით, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 487,55 გრამი) გამოვლინდა. ,,არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ

გერმანიაში რკინიგზის მემანქანეები გაიფიცნენ. მემანქანეები მას შემდეგ გაიფიცნენ, რაც სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანთან“ მოლაპარაკებები ჩავარდა. მატარებლების მიმოსვლა 7 დეკემბრის 22:00 საათიდან, 8 დეკემბრის საღამომდე შეჩერებულია. აღნიშნული. სავარაუდოდ რეგიონული თუ შორი დისტანციის ათასობით რეისის ჩაშლას გამოიწვევს. მემანქანეთა პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, გაფიცულები კვირაში 38-საათიანი სამუშაო გრაფიკის 35 საათამდე შემცირებას, თვიური ანაზღაურების 555 ევროთი გაზრდასა და ინფლაციის კომპენსაციისთვის ერთჯერადად 3 000-ევროიან ანაზღაურებას ითხოვენ. „დოიჩე ბანმა“კი  სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდკი თანამშრომლებს ხელფასის 11%-იანი ზრდა შესთავაზა.

მეტი...

იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარება. მისი თქმით,  იაპონია თანმიმდევრულად და ძალიან პრინციპულად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ,,მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიას ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებისთვის დაეხმაროს უკრაინას. 4.5 მილიარდი დოლარი – ეს საერთო თანხაა. პირველი ნაწილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით მივიღებთ იანვარში. დახმარების პაკეტის ძირითად ნაწილს გაზაფხულზე ველოდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ნოვოსიბირსკში, ძრავის პრობლემების გამო, სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ავარიულად დაეშვა

რუსული S7 Airlines-ის კუთვნილი Boeing 737 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ნოვოსიბირსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა. ავარიულად დაშვება ძრავთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია. პრობლემა შესაძლოა ძრავის ცვეთას ან მასში მოხვედრილ უცხო საგნებს გამოეწვიათ. “ტელეგრამ” არხი “ბაზა” იტყობინება, რომ ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან არცერთი არ დაშავებულა. “ბაზას” ცნობით, ორ დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ძრავის პრობლემის პილოტებს ავარიული დაშვება უწევთ.

მეტი...

ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია – სალომე სამადაშვილი

ნიკა მელიამ ქვეყნის მომავლისთვის არაერთხელ იბრძოლა თავდადებით, ის ღირებული პოლიტიკოსია და წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. „გვახსოვს, რომ მან ძალიან თავდადებით არაერთხელ იბრძოლა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ის არის ღირებული პოლიტიკოსი და წარმატებებს ვუსურვებ. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა გეგმები აქვს საკუთარ პარტიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მეტი...

ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს. სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – “თავისუფლება თუ შიში.” ,,კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მასზე მონაწილეებს მისასალმებელი ვიდეოთი მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები,…

მეტი...

ღაზის სექტორში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა

”სიენენი” ინფორმაციით, ღაზის სექტორში ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც სახლი ისრაელის საჰარო თავდასხმის ქვეშ მოყვა. მედიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს 56 წლის რაფაატ აბუ შიჰამ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია. ,,შენობას ორჯერ დაარტყეს რაკეტებით დრონიდან და ერთხელ რაკეტით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან”, – განაცხადა რაფაატმა. მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყო ჩარჩენილი. ,,შენობა მთლიანად დაინგრა. რვა ბავშვი და სამი ქალი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან სასწრაფო დახმარების გარეშე”, – აცხადებს რაფაატი.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ – ლევან ხაბეიშვილი

,,მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!”,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს. მისი თქმით, ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმზე, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს უსაფრთხოება, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმების დასრულების მნიშვნელობა. „მთავარი მიზანი – დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული, კონსერვატიული პარტიების გაძლიერება, მხარდაჭერაა ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად. ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და…

მეტი...