უნდა გავუშვათ ხალხი, რომელმაც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს – გიორგი ვაშაძე

,,იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ქართულმა ოცნებამ“ მტკიცება დაიწყო, რომ ევროკავშირმა არ იცის, რა არის საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა და თურმე მიქანაძემ, კობახიძემ იციან საარჩევნო და ანტიკორუფციული რეფორმები. ასე ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ. ეს არის ცალსახა. იმისთვის, რომ სწრაფად, უმოკლეს ვადებში გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, უნდა გავუშვათ ეს ხალხი, ვინც ამდენი ხანი გვაჭიდავა და ძლივს მივაღწიეთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები