საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, საქართველოს 46 წლის მოქალაქე და კიდევ ერთი პირი, 60 წლის კაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
ისინი პოლიციამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მათ შორის, ჰეროინისა და კოკაინის გამო დაიწყო.
დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. გრძელდება დამატებითი საპოლიციო მოქმედებები.