ხელვაჩაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ორმა სერვისის გაწევაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში კვლევები უტარდება, ხოლო მეორე რეანიმაციაშია გადაყვენილი.