რუსების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია

რუსების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია. ,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა კორინთელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ხვიჩა კორინთელის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება”,…

მეტი...

უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის ნოემბერში 12 პირი დააკავეს

2023 წლის ნოემბერში, 150 000 ლარის უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის, ნოემბერში 12 პირი დააკავეს. ,,საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება…

მეტი...

ნაფარეულის ტყეში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულის ტყეში ხანძარს მეორე დღეა ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცნობისთვის, ტყეში ხანძარი გუშინ, 4 დეკემბერს, ფოთოვან ხეებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

ინდოეთში ციკლონს სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ანდჰრა პრადეშის შტატში ციკლონ “მიჩაუნგისგან” გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ანდჰრა პრადეშის შტატიდან 9 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ტამილნადუს შტატიდან კი 7 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

მეტი...

,,რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება” – ლავროვი

,,რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება”. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა. ,,ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა და ის სულ უფრო ხელშესახები ხდება. საუბარია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაზე და მათ სამ მეზობელზე. ძალიან პერსპექტიული ფორმატია“, – თქვა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ ფორმატში 3+3 აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთი არიან ჩართულები. საქართველომ ფორმატში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

მეტი...

პოლიციელის დაჭრისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს პატიმრობა შეეფარდა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ვაშაკიძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. მისი თქმით, ის “თავს იცავდა და წაქცეულს პოლიციელი არ დაუნახავს “. ცნობისთვის, ვაშაკიძე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილი და გიორგი და სოფი ყარალაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა. ,,პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ”, – წერს ადმინისტრაცია. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში და მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადასცა ღირსების მედლები დაღუპული ახალგაზრდების დედებს.

მეტი...

რუსებმა დონეცკის რეგიონის ქალაქი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი პირი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსები ტერიტორიას ორი საათის განმავლიბაში ბომბავდნენ. დაზიანებულია სახლები და საქამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მეტი...

ხანძარი შუახევის მუნიციპალიტეტში – დაიწვა საცხოვრებელი სახლი და ათამდე ძროხა

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრილში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ათამდე ძროხა დაიწვა. “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად სახლში გაჩნდა და კერა მოგვიანებით ბოსელზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, ალიანსი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ,,ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია. უკრაინას დახმარებას ვუწევთ, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მეტი...

ნიკა მელიას სიტყვები იყო, რომ ის პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ამ პარტიისგან ფერფლს დატოვებდა – ანა წითლიძე

ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი და ბოლოს, მე და ნიკასაც კონფლიქტი რატომ მოგვივიდა – იყო ნიკა მელიას სიტყვები, რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ამ პარტიისგან ფერფლს დატოვებდა – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში მასაც არაერთი კონფლიქტი ჰქონია ხელმძღვანელებთან, თუმცა არასდროს უფიქრია პარტიის დატოვება. ,,ბევრ რაღაცას არ ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრი რაღაცა, მათ შორის, საჯარო ქსელებში არის ღია და ყველას შეუძლია ნახოს… იცით რამდენი რაღაც არ მომწონებია ამ 11 წლის განმავლობაში ამ პარტიაში? რამდენჯერ მიჩხუბია პარტიაში ყველა თავმჯდომარესთან იცით?…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს – ჯოშუა ჰაკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.  ჯოშუა ჰაკმა მთავრობის მეთაურს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო…

მეტი...

მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში – კობახიძე

მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, ხომარ გადადგება სალომე ზურაბიშვილი და ჩაერთვება კამპანიაში. „დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი, ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში, როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს მას, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, –…

მეტი...

მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები – მიხეილ სააკაშვილი

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ალბათ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული, წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. „მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან, მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები. ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა…

მეტი...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 1969 წელს დაბადებულმა სამართალდამცველმა, 2023 წლის 4 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ა. აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალისგან დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც სამართალდამცავი ოჯახში ძალადობისთვის იქნა დაკავებული. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას,”- ნათქვამია…

მეტი...

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს – ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სასარგებლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე. „ევროკავშირის და უნგრეთის მოლაპარაკებები არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილებები მიღებული ევროინტეგრაცისთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის სასარგებლოდ, მოლდოვის სასარგებლოდ და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დადებითი გადაწყვეტიკება იქნეს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ომის მეორე ეტაპი რთული იქნება – ისრაელის მთავრობის პრესსპიკერი

ისრაელის მთავრობის პრესსპიკერის, ეილონ ლევის განცხადებით, ღაზის სექტორში ომის მეორე ეტაპი რთული იქნება. ,,ახლა ჩვენ ომის მეორე ეტაპზე გადავდივართ, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით, რთული იქნება”, – განაცხადა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა.

მეტი...

მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია  ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” 14-მა წევრმა პარტია დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი პარტია დატოვა. ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მაია კალანდიას განცხადებით, პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება. საკრებულოს 22 წევრიდან 14 დეპუტატმა პარტია ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად დატოვა, რასაც აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ზუგდიდის საკრებულოში  „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.

მეტი...

,,წლის ბოლომდე ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს ველით”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წლის ბოლომდე პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს ელიან. ,,წლის ბოლომდე ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს ველით. ჩვენი პრიორიტეტი უცვლელი რჩება – სახელმწიფოს გაძლიერება, ხალხის დაცვა და პოზიციების განმტკიცება. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც პირად ინტერესებს უკრაინის ინტერესებზე მაღლა არ აყენებს, ვინც იბრძვის, მუშაობს და ეხმარება უკრაინას,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთმა ხერსონი დაბომბა. დაბომბვის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,ექიმებს, რომლებიც სასწრაფოდ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მხოლოდ სიკვდილის დადასტურება მოუხდათ,” – წერს Telegram-ზე ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი. 

მეტი...

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ბრალდებულმა თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, გულმკერდისა და მხრების არეში, დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ  მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და დანა ფეხის არეში დაარტყა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა)…

მეტი...

ორბანის წერილის გამო, შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს და ევროკავშირის ლიდერებთან დისკუსიას გამართავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს. მედიის ინფორმაციით, შაარლ მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს. „დაბრუნდება ბრიუსელში, რათა გააგრძელოს დისკუსიები ლიდერებთან წინსვლის გზაზე“,- განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა POLITICO-ს. მანამდე ორბანმა მოუწოდა მიშელს, ევროკავშირის უახლოეს სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დღის წესრიგიდან ამოეღო. „პატივისცემით მოგიწოდებთ ამ საკითხზე ევროკავშირის საბჭო არ მოიწვიოთ, რადგანაც თვალსაჩინოა, რომ კონსენსუსი არ არსებობს და ეს გარდაუვალ წარუმატებლობას გამოიწვევს“, – ნათქვამი ორბანის წერილში, რომელიც 4 დეკემბრითაა დათარიღებული.

მეტი...

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ციკლონ „მიჩაუნგისგან“ გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს ხე დაეცა, მეორე  წყალში მოხვედრილი ელექტროკაბელებისგან გადასულმა დენმა იმსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი, მოვარდნილმა წყალმა წალეკა. დაიტბორა ჩენაის უმსხვილესი აეროპორტი. საათში 100 კილომეტრით მოძრავი სტიქია დღეს დაატყდა თავს და ჩენაის დასახლება 1.5 მეტრამდე წყალმა დაფარა.

მეტი...

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი ისრაელელი ჯარისკაცების ალყაშია. მათივე ცნობით, „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებზე მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეძლეს კონტროლის აღება ისეთ სამხედრო პუნქტებზე, საიდანაც თავდასხმები ხორციელდებოდა ისრაელელ სამხედროებზე.  

მეტი...

სტრესის მოსახსნელად, დიდ ბრიტანეთში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს

თუ თქვენ ეძებთ უნიკალურ გზას სტრესის შესამსუბუქებლად, დიდ ბრიტანეთში სტრესის მოსახსნელად ფერმაში ძროხების მოფერების სერვისი დანერგეს. სტრესთან საბრძოლველად მოქალაქეებს იორკშირში მდებარე ფერმის მფლობელები სთავაზობენ. მათი განცხადებით, ეს თერაპია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტუმრებს შესაძლებლობა ააქვთ ძროხების მოეფერონ და დავარცხნონ. ყველა ბილეთი ერთი თვით ადრე უკვე გაყიდულია. ფერმაში ოთხსაათიანი ვიზიტი 58 ევრო ღირს.

მეტი...

ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო – სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით,  დაჯგუფება ”ჰამასი” უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც მისი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო. ,,ინტენსიურ სატელეფონო საუბრებს ვაწარმოებთ პარტნიორებთან და ჩართული ვართ უწყვეტ დისკუსიებში. ვცდილობთ, მოვძებნოთ გზა, როგორ ვიმოქმედოთ მძევლებთან დაკავშირებით. ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე, რაც შეთანხმების ნაწილი იყო. მისმა უარმა გამოიწვია შეთანხმების და ზავის დასრულებაც”, – განაცხადა სალივანმა.

მეტი...

დიდ ბრიტანეთში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს

დიდ ბრიტანეთში ღორის გრიპის ახალი შტამი ადამიანში პირველად დააფიქსირეს. ჯანდაცვის უწყება ვირუსის წარმომავლობის დადგენას ცდილობს. Influenza A(H1N2)v მსგავსია გრიპის ვირუსების, რომლებიც ამჟამად ცირკულირებენ დიდ ბრიტანეთში ღორებში. ეს არის გრიპის ამ შტამის პირველი აღმოჩენა ადამიანებში დიდ ბრიტანეთში. ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან პათოგენის მახასიათებლების დასადგენად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის რისკის შესაფასებლად. რესპირატორული სიმპტომების გაჩენის შემდეგ, პაციენტი ექიმმა 9 ნოემბერს გრიპზე გატესტა. მოგვიანებით, PCR ტესტმა H1N2 გამოავლინა. „სწრაფად ვმუშაობთ, რათა მივაკვლიოთ ახლო კონტაქტებს და შევამციროთ ნებისმიერი პოტენციური გავრცელება. მიღებული პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა გავიგოთ, როგორ დაინფიცირდა ეს ინდივიდი და შევაფასოთ,…

მეტი...

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად საჭირო ბაგირების მოწყობაც. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.…

მეტი...

ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს – მედია

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს. გამოცემის ცნობით, ისრაელმა სატუმბი სისტემა დაამონტაჟა, რათა დატბოროს გვირაბები, რომლებსაც ღაზის სექტორში „ჰამასის“ წევრები იყენებენ. მედიის ცნობითვე, ისრაელი ამ გზით გვირაბებიდან მებრძოლებს გამოსვლის იძულებას შეეცდება. „უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ისრაელმა, სულ მცირე, ხუთი სატუმბი დაამონტაჟა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკ აშ-შატის ჩრდილოეთით.  

მეტი...

გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა – ჩერგოლეიშვილი

გვარამია ჭკუიდან გადასულ სააკაშვილს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი“, – ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც განგაში მქონდა, რომ სააკაშვილი თვითდესტრუქციულია, თავს იღუპავს, პარტიასაც ღუპავს და ოპოზიციის შანსებსაც. ამ საუბრის შემდეგ, „არ ჩაერია“ და შვიდი წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ამას ბევრი მაღალქუსლებიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა. იმის თქმა მინდა, რომ კანონზომიერია, რაც…

მეტი...

​ზელენსკი დღეს ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ​ზელენსკი დღეს  ამერიკელი სენატორებისთვის დახურულ ბრიფინგს გამართავს.  ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს დღეს დახურულ ბრიფინგზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ზელენსკი სენატორებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევის მხარდაჭერის საჭიროებას გააცნობს. „ადმინისტრაციამ მოიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა მიმართოს სენატორებს ხვალინდელი ჩვენი დახურული ბრიფინგის ფარგლებში, რათა მისგან პირდაპირ მოვისმინოთ, თუ რა დგას რეალურად ამ კენჭისყრის მიღმა“, – განაცხადა შუმერმა. მიმართვა დაგეგმილია სენატში დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე. სენატმა საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა უნდა განიხილოს, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული.  

მეტი...

მეორე დღეა, კახეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან  რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

მეტი...

საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, –  ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა, თეა წიკლაურმა განუცხადა, რომ ფრენა გაუქმდა და ისინი ამ წუთებში აეროპორტში იმყოფებიან, საიდანაც ნეაპოლში გამგზავრებას აპირებდნენ. ,,ჯავშნები ისე შეიცვალა, ფაქტობრივად ჩვენი გასტროლი უშედეგო იქნება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ შევძლებთ. 6 საათი ვიდექით სერვისცენტრის რიგში, სადაც ყველანაირ ცვლილებაზე უარი გვითხრეს, მოგვიანებით კი მიუნხენი-რომის ბილეთები მოგვცეს. ფრენა ხვალ შუადღით შესრულდება, მანამდე კი აეროპორტში გვიწევს ღამისთევა. ეს ფრენაც შესაძლოა გაუქმდეს, რადგან 100 პროცენტიანი გარანტია ვერ მოგვცეს,” – ამბობს წიკლაური.

მეტი...

საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება – ირაკლი ლექვინაძე

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება. “საქართველოში კონკურენციის  და მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის აღსრულება ძლიერდება, რასაც გაზრდილი მომართვიანობა და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები ადასტურებს. 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა. კერძოდ, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, საქართველოს აქვს DCFTA-ის მოთხოვნებთან შესაბამისი, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული კანონმდებლობა. 2021 წლიდან სააგენტოს ეკისრება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონის“ აღსრულება, ხოლო 2022 წლის ნოემბრიდან კი მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის აღსრულება. კონკურენციის…

მეტი...

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.

მეტი...