შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ერთი პირი დააკავა

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული შ.კ. დააკავა. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა 1981 წელს დაბადებულ ი.შ.-ს. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა…

მეტი...

საქართველოში 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციის ბავშვები და მოზარდები საქართველოში მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს აბორტი 18 წლამდე ასაკის 83 არასრულწლოვანს გაუკეთდა. 2021 წელს აბორტების რიცხვი არასრულწლოვნებში 70 იყო. ამავე მონაცემებით, 2022 წელს 15-29 წლის ქალებში საქართველოში 6 671 აბორტი გაკეთდა, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით 1010-ით შემცირდა. საქსტატის ცნობით, 2022 წელს საქართველოში დაიბადა 441 ბავშვი, რომელთა დედები 18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. ეს მონაცემი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც 18 წლამდე დედების გაჩენილი ბავშვების რიცხვი 490 იყო. ამავე მონაცემებით, 2022 წელს 25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში განქორწინების რიცხვი ქალებში 920-ია, ხოლო მამაკაცებში – 365.…

მეტი...

რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსეთში მოღვაწე მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა, მოლდოვაში არ შეუშვეს. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივნის, რაისა ნოვიცკის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 39 მოქალაქეს ეთქვა უარი მოლდოვაში შესვლაზე, რადგან ისინი „არ აკმაყოფილებდნენ შესვლის პირობებს“. მათ შორის მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია “რუს მომღერლად” მოიხსენიებს. ცნობისთვის, ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.

მეტი...

,,პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია” – კულება

,,პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია”. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტო კულებამ, პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,უკრაინელი და პოლონელი ხალხი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან – ჩვენ საერთო მტერი გვყავს. რუსეთის აგრესიის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ჩვენი საერთო ინტერესია. პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ უკრაინისა და პოლონეთის პარტნიორობა მარადიულია…მინდა, ყველა პოლონურმა ოჯახმა იცოდეს, რომ ჩვენ, უკრაინაში, უსაზღვროდ მადლობლები ვართ ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტში პოლონელების მიერ გაწეული დახმარებისთვის,” – თქვა კულებამ. უკრაინული მედია კი იუწყება, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას კიევში საჰაერო…

მეტი...

ზელენსკიმ 43 ფიზიკურ პირს და 100-ზე მეტ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის ინტერესებს აზიანებენ. უკრაინული მედიის ცნობით, სანქცირებულთა სიაშია 43 პირი და 119 კომპანია. სიაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად მოხვდნენ კვიპროსის, უკრაინისა და ლატვიის მოქალაქეები. სანქცირებულთ სიაშია კომპანია “ავტოდელ გაზ”, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში ოპერირებს. სანქცირებულ კომპანიებს უკრაინის ტერიტორიაზე დაებლოკებათ აქტივები, შეუჩერდებათ სავაჭრო ოპერაციები და რესურსების ტრანზიტი ქვეყნის გავლით, ასევე გაუუქმდებათ ლიცენზიები.

მეტი...

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით თბილისში მსვლელობა გაიმართა

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით თბილისში მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა.

მეტი...

ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფ.ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მეტი...

ძლიერმა ქარმა კახეთში სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

კახეთში, ყვარელსა და მიმდებარე სოფლებში ძლიერმა ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. არსებული ინფორმაციით, ქარმა ახმეტისა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური მაგისტრალები ჩახერგა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მეტი...

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

სამგორში, ძლიერი ქარის შედეგად ხე წაიქცა

სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად, ხე წაქიცა. შემთხვევა მოსკოვის გამზირზე, 9 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

მეტი...

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეორე სართულიდან მაშველებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს. ადგილზე სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

წყალტუბოში ოთხი დღეა 83 წლის ქალს ეძებენ

წყალტუბოში, ოთხი დღეა, 83 წლის ქავაჯო გაზდელიანს ეძებენ. ქალი 19 დეკემბერს, სოფელ ჩუნედან დაიკარგა. ახლობლების ინფორმაციით, ის შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ,,სოფელ ჩუნეში დაიკარგა ქავაჯო გაზდელიანი… იქნებ ვინმემ ნახოთ მეგობრებო ან ვინმემ შეიფარა…ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ შეგვეხმიანეთ 598 15 05 07”, – წერს ოჯახის ახლობელი.

მეტი...

გორში მაღაზიის ძარცვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზია “დეილიში” ერთი პირი შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა Qartli.ge ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

მეტი...

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩის ხიდზე კი კვამლი შეინიშნებოდა. რაკეტების გაშვების ხმები ისმოდა ჯანკოის რაიონში. რამდენიმე წუთში კი ოკუპანტებმა სასწრაფოდ გადაკეტეს ხიდი. მოძრაობა ერთ საათზე მეტხანს იყო შეჩერებული. ამის შემდეგ სევასტოპოლში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. ქალაქის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ცოტა ხნის წინ კი, სოფელ ჩორნომორსკში ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 10 ნოემბერს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი სადესანტო ხომალდი განადგურდა.

მეტი...

ახმეტის ჰოსპიტალში საკეისრო კვეთის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ახმეტის ჰოსპიტალში საკეისრო კვეთის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა. ექიმების ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაავადება მოულოდნელად განვითარდა. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავს კარგად გრძნობს ჩვილი, რომელიც მედიკოსების თქმით, უკვე სახლშია გაწერილი. გარდაცვლილ ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეტი...

ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

“შანხაი” სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “ოკეანეში”. მას ცოცხალი კულტუურული სიმდიდრეებისა და აყვავებული ვაჭრობის გამო  „აღმოსალეთის მარგალიტსაც“ უწოდებენ. შანხაი არის მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ადგილი და საერთაშორისო კულტურული გაცვლის ცენტრი. ის მდებარეობს იანძის შესართავთან. შანხაის ათასი წლის ისტორია გააჩნია. შანხაის აეროპორტების ტვირთისა და ფოსტის გამტარუნარიანობა მსოფლიოში მესამე ადგილზე რჩევა.   ეს არის ისტორიული და კულტურული ქალაქი. ასევე, საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო და გადაზიდვის ცენტრი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სათავე. „ღამის ქალაქი“ ულამაზესი სანახავია, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ, როცა მტავარი კოშკი ნათდება. ეკა გულუა შანხაიდან შანხაი – სავაჭრო და ტურისტული უბანი  

მეტი...

,,ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინელ სამხედროებს სამი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებისთვის. ,,მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით – ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 667-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, უკრაინამ 22 დეკემბერს სამი რუსული CУ-34 ჩამოაგდო.

მეტი...

ჩეხეთი ხარკოვის ოლქის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მლნ დოლარს გამოყოფს

ჩეხეთი ხარკოვის ოლქის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მლნ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინებუგოვი ავრცელებს. თანხები გამოყენებული იქნება აღჭურვილობის შესაძენად ოლქის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებისთვის. მათ შორის, ხარკოვის ამბულატორიული კლინიკისთვის. სინებუგოვმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და ხარკოვის ოლქის ძლიერი მხარდაჭერისთვის.

მეტი...

უკრაინამ იაპონიისგან 950 მილიონი დოლარი მიიღო

უკრაინამ იაპონიისგან, მსოფლიო ბანკის პროექტების ფარგლებში, 950 მილიონი დოლარი მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თანხები მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გადაუდებელ და პრიორიტეტულ საჭიროებებზე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, რეაბილიტაციისა და სოციალური დახმარების სფეროში. დაფინანსება მოიცავს იაპონიიდან 52,4 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს და იაპონიის მთავრობისგან სესხს 900 მილიონი დოლარის ოდენობით.

მეტი...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით”, – წერს დეპარტამენტი აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით.

მეტი...

ზელენსკი კიევში პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს,რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა და უკრაინის თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნის საკითხზე და პოლონური იარაღის შეძენის შესაძლებლობაზე. ,,იმედი გვაქვს, რომ ახალ გვერდს გავხსნით ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით… ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრი ასევე იპოვის შესაძლებლობას, უკრაინაში ჩამოვიდეს უახლოესი შესაძლებლობისთანავე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გაუგზავნა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს სამ გეპარდს, საბრძოლო მასალას, ტრაქტორებს, საკომუნიკაციო სისტემებს. ახალი სამხედრო დახმარება ასე გამოიყურება: 3 ერთეული “გეპარდის“ ტიპის საზენიტო ტექნიკა და 30 240 ერთეული 35 მმ-იანი საბრძოლო მასალა გეპარდისთვის; დაუზუსტებელი რაოდენობის საბრძოლო მასალა Leopard 2A6 ტანკებისთვის; 10 ვექტორული უპილოტო საფრენი აპარატი; 2 HX81 ტრაქტორი; 5 ნახევრად მისაბმელი HX81; 8 “ზეტროს” სატვირთო მანქანა; 2 გამანადგურებელი WiSENT 1 MC; 2 სასაზღვრო მანქანა; ასევე – 2 AMPS საკომუნიკაციო დაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, 2 500 ერთეული 155 მმ ჭურვი და 25 536 ერთეული 40მმ ჭურვი ავტომატური ყუმბარმტყორცნისთვის. ამ…

მეტი...

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

ავსტრიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაკავებულები არიან საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფის წევრებმა 2022 წლის დეკემბერში ფორარლბერგში, ტიროლსა და კარინტიაში 62 ბინა გაქურდეს და წაიღეს სხვადასხვა ნივთები. მათ შორის, ელექტროტექნიკა და ტანსაცმელი. ისინი საკეტებს აზიანდებდნენ და ბინებში ისე შედიოდნენ. პროკურატურის ცნობით, სამივე პირი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დააკავეს, ერთი ქართველი კი ამ დრომდე მიმალვაშია. ჩხრეკა ჩატარდა საქართველოშიც, ბრალდებულების სახლში და ამოღებულია ავსტრიაში მოპარული ნივთები. დაკავებულების სასამართლო პროცესები იანვრიდან დაიწყება.

მეტი...

ბოლნისში ქმარმა ცოლს შვილების თვალწინ თავი გადაპარსა, კადრები გადაიღო და თანასოფლელებს გაუგზავნა

ბოლნისში, ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს თავი გადაპარსა, ამის ამსახველი კადრები გადაიღო და ვიდეო თანასოფლელებს გაუგზავნა, რაც შემდგომ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია და მას ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო და დაკავებულს ოჯახში ჩადენილ ძალადობას ედავებიან. აღიარებს თუ არა ბრალს 40 წლამდე კაცი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში იმსჯელებს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მის აღკვეთის ღონისძიებაზე. ,,ბიჭი, როგორც ვიცი, უკვე დაკავებულია. გოგო კი დაახლოებით 19 წლის იქნება, სახლიდან გააგდეს. 2 შვილი ჰყავთ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეტი...

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე მოძრაობა იზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის 07:00 საათიდან, 2024 წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე: ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. 31 დეკემბრის 09:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე (2024 წლის 1-ელ იანვრამდე), ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ორმხრივად, რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე. კერძოდ, ავტომობილთა გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას…

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. ,,ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე); ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ. ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები,” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

​ხერსონის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, დღის განმავლობაში მტერმა 83 შეტევა განახორციელა, ჭურვები ისროლა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებიდან. რუსი სამხედროების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები და საცხოვრებელი კვარტლები იყო.

მეტი...

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული ყველა ,,შაჰიდი” ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ ოდესასა და ხმელნიცკის ოლქებში გაშვებული ცხრავე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უწყების თქმით, რუსები უკრაინას “შაჰიდის” ტიპის დრონებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) უტევდნენ.

მეტი...

ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა. როგორც CNN წერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა. მისი მოცულობა თითქმის 3100 გვერდია და ის მოიცავს უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებასაც. არსებული ინფორმაციით, რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება. ის ითვალისწინებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებასაც.

მეტი...

,,წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვაში ირანია ჩართული” – თეთრი სახლი

წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში ირანი მნიშვნელოვნადაა ჩართული. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ედრიან უოტსონმა განაცხადა ირანი ჰუსიტებს შეიარაღებასა და ფინანსებს აწვდის. ასევე, აწვდის ტაქტიკურ სადაზვერვო ინფორმაციას წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის კომერციული და სამხედრო გემების გადაადგილების შესახებ. უოტსონის თქმით, ის წვრთნის ჰუსიტ მებრძოლებსაც. ,,ღაზის კრიზისის პერიოდში ირანის მხარდაჭერამ ჰუსიტებისადმი მათ საშუალება მისცა განეხორციელებინა თავდასხმები ისრაელსა და საზღვაო სამიზნეებზე,” – აღნიშნა უოტსონმა. მისი თქმით, 2015 წლის შემდეგ ირანმა ჰუსიტებს გადასცა დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემები. მათ შორის, უპილოტო საჰაერო სისტემები, საკრუიზო და…

მეტი...

​​​​​​​საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მეტი...

თელავთან 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თელავიდან 30 კმ-ში, კურორტ თორღვას აბანოსთან, დილის საათებში (დაახლოებით, 09:26 სთ-ზე) დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე კი 15 კილომეტრი იყო.

მეტი...